სკანდალი – სად გაქრა კულტურის სამინისტროდან თეატრალურ უნივერისტეტში გადარიცხული ნახევარი მილიონი

სკანდალი - სად გაქრა კულტურის სამინისტროდან თეატრალურ უნივერისტეტში გადარიცხული ნახევარი მილიონი

„გააჩერეთ მანანა ბერიკაშვილი და გამოძიების დაწყება-დამთავრება თუ არ შეგვიძლია, მაგასაც ნახავთ!“

დაახლოებით, ერთი კვირის წინ, „თაიმერმა“, კულუარულ წყაროზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ იანვარში სამთავრობო კარუსელი დატრიალდება, რასაც კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე შეეწირება. ამასთან, წერილში წყარო აღნიშნავდა, რომ გიორგაძის მოხსნის საფუძველი შესაძლოა, აუდიტის დასკვნა გახდეს. წყარო გარკვეულ მინიშნებას კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილზეც აკეთებდა. ამის შემდეგ, „თამერის“ რედაქციას ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი მარინა მიქაუტაძე დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ საინიციატივო ჯგუფის სახელით, სახელოვნებო სასწავლებლებში, კერძოდ, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ ფინანსურ დარღვევებზე სურდა საუბარი. მიქაუტაძემ ისიც აღნიშნა, რომ „ქვეყანა უძრაობაშია ჩაძირული“ და დასძინა, რომ საქმე, რისთვისაც თეატრისა და კინოს ყოფილი თანამშრომლები, პროფესორ-მასწავებელთა საინიციატივო ჯგუფი იბრძვის, მხოლოდ მათი პრობლემა არაა.

სკანდალი - სად გაქრა კულტურის სამინისტროდან თეატრალურ უნივერისტეტში გადარიცხული ნახევარი მილიონი

მარინა მიქაუტაძე: – ვიდრე იმ სათქმელზე გადავალ, რისთვისაც დაგიკავშირდით, მინდა, საზოგადოებას თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახმაურებულ-სკანდალურ საქმე გავახსენო: წლებია, პროკურატურაში, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირების მიერ უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითაა აღძრული. საქმეს ნომერიც აქვს მინიწებული, ჩვენებებიც გვაქვს მიცემული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველაფერი უძრავადაა.

დღეს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი მთლიანად დემორალიზებულია. ტრადიციადაა ქცეული სახელმწიფო თანხების მითვისება, გაფლანგვა, არამიზნობრივად ხარჯვა, დოკუმენტაცოების გაყალბება, თანამსრომლებს შორის ყვავის მევახშეობა და ერთმანეთს სასამართლოში უჩივიან, სასწავლო პროცესი მოშლილია. მოკლედ, უმაღლეს სასწავლებელს ფუნქცია დაკარგული აქვს და ყველაფერ ამაზე პასუხის მომთხოვნი არავინაა.

პროკურატურის ერთ-ერთ წერილში, რომელიც 2014 წლის 2 სექტემბრითაა დათარიღებული, ვკითხულობთ, რომ „აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოცემული მომენტისთვის დანიშნულია რევიზია.“ თუკი სარევიზიო მოკვლევა დანიშნული იყო, მაშინ მაქსიმუმ სამ, მინიმუმ კი, ერთ თვეში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ამ წერილიდან წელიწადი და სამი თვე გავიდა, შედეგი კი, ნოლია. არადა, 15 ბრალდებაა წაყენებული. მოკლედ, პროკურატურა თვალს ხუჭავს.

ამ საქმეში თავიდან ბოლომდე მხარეა კულტურის სამინისტრო. ჩვენი ბრძოლის შედეგად, როგორც იქნა, 2014 წლის 24 ნოემბერს, სამინისტროს აუდიტის სამსახური შევიდა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ 12-პუნქტიანი დარღვევებიდან 8 არ შეისწავლა, მათ შორის, გამოუსადეგარი ყალბი დიპლომების საქმე. გოგი მარგველშვილის რექტორობის პერიოდში გაცეულია 5 ათასი გამოუსადეგარი-ყალბი დიპლომი. ამ დიპლომების პარალელურად, გაცემულია ნამდვილი დიპლომებიც.

საქმის შეუსწავლელობა აუდიტებმა შემდეგი გარემობით ახსენეს: სამინისტროს რესურსები არ ჰყოფნის, ბევრი სიპები გვაქვს შესამოწმებელიო.

არადა, ეს ძალიან მარტივი საქმე იყო: აუდიტებს კადრების განყოფილებიდან უნდა გამოეთხოვათ აკადემიური კვალიფიკაციების მინიჭების ბრძანებები და გარკვეული წლების მიხედვით შეემოწმებინათ. შეესწავლათ, ვის რა სახის აკადემიური ხარისხი ჰქონდა მინიჭებული, რაც შეგნებულად არ გააკეთეს.

– ასე რატომ ფიქრობთ?

– იმიტომ, რომ სამინისტროს ზოგიერ ჩინოვნიკს არ აწყობდა.

– რომელ ჩინოვნიკს გულისხნობთ, ქალბატონო მარინა?

– კონკრეტულად, მხედველობაში მაქვს მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, რომელიც რექტორ გოგი მარგველაშვილის ლობისტია. სხვათა შორის, ამას არც რექტორი მალავს და არც – მისი გარემოცვა.

ამ საქმეების შესწავლა, მანანა ბერიკაშვილის პარალელურად, არც მინისტრი კიდევ ერთ მოადგილეს, ლევან ხარატიშვილს აწყობდა, რადგან დედამისი თამარ (ტატა) ვეფხვაძე 2007 წლიდან თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერისტეტში, უნივერისტეტის ხარისხის მართვის უფროსად მუსაობს. რექტორ მარტგველაშვილთან ერთად, სწორედ თამარ ვეფხვაძეა დიპლომების გაცემის ხარისხზე პასუხისმგებელი. სხვათა შორის, ლევან ხარატიშვილის მამიდა, მარინა ხარატიშვილიც, 2006 წლიდან თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის თანამშრომელია – ჯერ დრამის ფაკულტეტის დეკანი იყო, სემდეგ, ამ ფაკულტეტის ხარისხის უფროსად დაინიშნა და ამჟამადაც ეს თანამდებობა უკავია.

ყველა ამ ადამიანის უკან კი დეპუტატი ნუკრი ქანთარია დგას, რომელიც უნივერსიტეტის სრული პროფესორი და აკადემიური საბჭოს წევრიცაა.

ერთადერთი დარღვევა, რაც აუდიტებმა ინსპექტირების დასკვნაში ჩაწერეს, ენციკლოპედიის საქმე იყო.

– რას გულისხმობთ?

– აგიხსნით. ეს არის საქმე, რომელზეც 409 420 ლარია გაფლანგული, თუმცა 2008 წლიდან, არაფერი გაკეთებულა.

– ანუ, უნდა გამოცემულიყო ენციკლოპედია და არ გამოიცა?

– ასეც შეიძლება ითქვას. ინსპექტირების დასკვნაში დამატებითი ვადები ენციკლოპედიის სამი ტომის გამოსაცემად განისაზღვრა, თუმცა მიუხედავად ამისა, საქმე არც დამატებით ვადებში შესრულებულა. ამის შემდეგ, რექტორმა მარგველაშვილმა და აკადემიურმა საბჭომ თვითნებურად დაარიეს ინსპექტირების დასკვნა და დამატებითი ვადები 2015 წლის 2 ნოემბრით განსაზღვრეს, რისი უფლებაც არ ჰქონდათ და სამინისტრომ თვალები ამაზეც დახუჭა.

– ენციკლოპედია დამატებით ვადებში გამოიცა?

– არა. ამის შემდეგ, ანუ 10 ნოემბერს, რექტორმა გოგი მარგველაშვილმა აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვია და ქართული თეატრის ხელოვნების ენციკლოპედიის ხელმძღვანელ ვასილ კიკნაძეთან ერთად, პრიმიტიულ გამოასავლას მიმართა.

– კერძოდ?

– გადაწყვიტეს, ენციკლოპდიის პირველი ტომი უნივერსიტეტის ე.წ. შიდა მოხმარებისთვის გამოსცენ.

– ეს რას ნიშნავს?

– რას და, – ნაშრომი გამოუსადეგარია.

– „გამოუსადეგარი ნაშრომი“ რას ნიშნავს?

– ნაშრომი, რომლის გამოცემასაც აპირებენ, სავსეა შეცდომებით და ვერ აკმაყოფილებს სამეცნიერო მოთხოვნებს. ეს ნაშრომი სრული დეზინფორმაციაა და მას ვერც სტუდენტი გამოყენებს და ვერც – პედაგოგი. ვერც ბიბლიოთეკაში შეიტანენ. უნივერსიტეტის გარეთ მისი გაყიდვა არ შეიძლება, რადგან ნაშრომის ხარისხი ოლის ტოლფასია.

– აბა, ასეთი ნაშრომის გამოცემას, ქალბატონო მარინა, თქვენი აზრით, რა აზრი აქვს?

– ყველაფერი ეს ფიქცია და სრული თაღლითობაა – საბიუჯეტო თანხა ისევ წყალში გადაყრება. ეს მათი პრიმიტიტიული აზროვნების კიდევ ერთი ფაქტია, რადგან მეტი არც იციან და არც შეუძლიათ… სხვათა შორის, პროკურატურას ჩვენება ამ ფაქტზეც მივეცი. უფრო მეტიც, წერილობით ბატონ პრემიერსაც ვაცნობეთ.

– პასუხი მიიღეთ?

– ვინაიდან პროკურატურა და კულტურის სამინისტო თავიანთ მოვალეობას არ ასრულებენ, საინიციატივო ჯგუფმა ჟურალისტურ გამოძიებას მივმართეთ და 2014 წლის სექტემებრში, საქმეში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციაც ჩავრთეთ. ჟურნალისტური გამოძებით დადგინდა, რომ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტიდან 5 ათასი ყალბი დიპლომია გაცემული, რაც უნივერისტეტის იურისტმა ირაკლი ნარმანიამაც დაადასტურა, თუმცა სამწუხაროდ, ჟურალისტური გამოძიება ბოლომდე ვერ მივიდა.

– რატომ?

– გოგიმარგველაშვილმა და მისმა ლობისტებმა ჩაშალეს, ჟურნალისტმა კი განაცხადა, გამოძიებას ვეღარ გავაგრძელებ, რადგან ეს საქმე შეიძლება, სიცოცხლის ფასად დამიჯდესო. ეს არც გამკვირვებია, რადგან თავის დროზე, როცა ეს საქმე საფინანსო პოლიციაში იყო, ერთ-ერთმა გამომძიებელმა მითხრა, გააჩერეთ მანანა ბერიკაშვილი და გამოძიების დაწყება-დამთავრება თუ არ შეგვიძლია, მაგასაც ნახავთო.

კიდევ ერთ, სრულიად ახალ ფაქტს გეტყვით: 2014 წლის მაისში, კულტურის სამინისტრომ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერისტეტის საბანკო ანგარიშზე ნახევარი მილიონი ლარი ჩარიცხა.

– რა მიზნით?

– ეს თანხა მხოლოდ ერთ, კინოფაკულტეტს უნდა მოხარებოდა – ფაკლუტეტის სასწავლო სტუდია უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უნდა აღჭურვილიყო, მაგრამ ნახევარი მილიონი უმისამართოდ გაქრა.

– ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ, ან რა იცით, რომ თანხა გაქრა?

– არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ კულტურის სამინისტროში სახელოვნებო სასწავლებლებს ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი კურირებს. აღნისნულ ფაქტთან დაკავიშრებით, 2015 წლის ოქტომბერში, პროკურატურას ჩვენება მივეცი. აგვისტოში კი, საინიციატივო ჯგუფმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს წერილობით ვაცნობეთ.

ეს პრობლემები ვერც კულტურის წინა მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ მოაგვარა და ვერც ახალი მინისტრი, მიხეილ გიორგაძე აგვარებს. არჩევნები კარზეა მომდაგრი და და ნეტავ, რამდენი ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, რომ ეს პრობლემებ მოგვარდეს? უძრაობა და სიჩუმე როდემდე უნდა გაგრძელდეს?

– პრემიერისგან პასუხი არც მეორე წერილზე მიიღეთ?

– პრემიერი-მინისტრის იურიდიულმა დეპარტამენტმა საქმე აღრიცხვაზე აიყვანა. დეპარტამენტის წერთ-ერთ წერილში ვკითხულობთ, რომ თეატრისა და კინოს სხელმწიფო უნივერისტეტში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გაცემული დასკვნა სადაოა. ასევე, მთავრობის კანცელარიიდან საინიციატივო ჯგუფს გვაცნობს, რომ ჩვენი წერილობითი მოთხოვნა, კულტურის მინისტრმა რექტორი გოგი მარგველაშვილი გაათავისუფლოს, განსახილველად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაეგზავნა. ეს სექტემბერში მოხდა. ახლა კი, მოგეხსენებათ, უკვე დეკემბერია, მაგრამ სამინისტრო ისევ დუმს. არადა, ამ ფაქტებზე თვალის დახუჭვა ბოროტების წახალისებაა!

ჩვენი ქვეყნისა და ერის მომავალი განათლების სისტემაზე დგას. დღეს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი მხოლოდ ფიზიკურად კი არა, არსობრვადაც ინგრევა, რაც ხვალ და ზეგ ჩვენს სახელმწიფოს ბუმერანგივით შემოუბრუნდება. ამიტომ, თითოეული ჩვეგანის ვალია, ხმა აიმაღლოს ამ გაუგონარი ბოროტების წინააღმდეგ და ღირსეულად დავიცვათ ჩვეი ქვეყნის განათლებისა და კულტურის ფასეულობები!

 

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია
შემდეგი სტატიასახალხო დამცველმა საჯარო დებატები გამართა