სკანდალი: სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ანა გოგიშვილი ბიზნესგარჩევებში მონაწილეობს

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ანა გოგიშვილის ყვავილების ბიზნესის სკანდალი გრძელდება. გაზეთმა „ქრონიკა+“-მა მოიპოვს მოსამართლის სატელეფონო მიმოწერები, რომლითაც დასტურდება მისი მონაწილეობა საკუთარი შვილის სასარგებლოდ ბიზნესდავის გარჩევაში.

იმის მიუხედავად, რომ შპს „კატალეას“ ადვოკატმა სატელევიზიო ეთერებში განაცხადა „ბერქაი ენდ ბეიაზიდისთან“ დავაში მოსამართლის მონაწილეობა აბსურდიაო, გაზეთი „ქრონიკა+“-ის მიერ მოპოვებული ფაქტებით სხვა რამე დასტურდება.

„ქრონიკა+“-მა საქმეში მოსამართლის, ანა გოგიშვილის უშუალო ჩართულობის დამადასტურებელი სატელეფონო მიმოწერის სქრინები მოიპოვა. მიმოწერით დასტურდება, რომ მოსამართლე ანა გოგიშვილი უშუალოდ აწარმოებდა მოლაპარაკებებს, ფორმალურად მისი შვილის სახელზე გაფორმებული შპს „კატალეას“ წარმომადგენლ;ებთან.

„ბერქაი ენდ ბეიაზიდის“ ადვოკატის არტურ განიევის განმარტებით, კომპანიებს შორის საქმის გარჩევენში უშუალოდ შპს „კატალეას“ დამფუძნებლის, ნიკოლოზ გოგიშვილის დედა, მოსამართლე ანა გოგოშვილი მონაწილეობდა.

„კომიკურია იმაზე განცხადება, რომ ჩვენ ახლა ვცდილობთ დედის თემით მანიპულირებას, მარტივი მიზეზი გამო, რომ 2021 წლის მარტში ჩვენს კომპანიას საქმის გარჩევა გვქონდა უშუალოდ ანა გოგიშვილთან მისივე კომპანიაში. თუ დედა არანაირად არ იღებს მონაწილეობას, მაშინ 2021 წლის მარტში საქმის გასარჩევად ანი გოგიშვილი რატომ მოდიოდა ოფისში? 3-ჯერ გვირჩევდა საქმეს, ვინ იყო მართალი, ვინ იყო მტყუანი. ფიზიკურად მოდიდა, რაც არის დადგენილი და დოკუმენტებსაც წარმოვადგენთ, რაზედაც ფიზიკურად ვერ იტყვის უარს, ეს არის სატელეფონო კომუნიკაცია. ანა გოგიშვილთან პირადად ჩვენ გვაქვს მიწერ-მოწერა. არსებობს ფაქტები, რომელსაც ვერ უარყოფს, თუნდაც ექსპერტიზა ჩაატაროს, რომ ეს ჩემი ნომრიდან არ იყო და ა. შ.“, – აცხადებს არტურ განიევი.

განიევი აღნიშნავს, რომ მიწერ-მოწერაში ანა გოგიშვილი პირდაპირ არჩევს ამ დავას და მის შესაძლო შედეგებს.

„შვილი არ არის არასრულწლოვანი და შვილს დაცვა არ სჭირდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ პრეტენზია არ გვაქვს მათ ნათესაურ კავშირზე, ჩვენ პრეტენზია გვაქვს და ფაქტებით არის დადგენილი, რომ დედა ახდენს უშუალო ზეგავლენას სასამართლოზე და ყველაზე ნათელი მაგალითი არის ის, რომ დედა ზუსტად ბიზნესის წარმოებაში, მოგება-ზარალის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. მოდიოდა პირდაპირ ჩვენთან, აბსოლუტურად არც ერიდებოდა და ჰქონდა გახსნილი კომუნიკაცია. ესემესებში აღნიშნავდა, რომ ვარ სასამართლო პროცესზე და სასამართლო პროცესის შემდეგ შეგეხმიანებითო. ეს არის ფაქტები.

იმედია, არ უარყოფს და თუ უარყოფს, უნდა დაადასტუროს“, – აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება კომპანია „ბერქაი ენდ ბეიაზიდის“ მიზანმიმართულ გაკოტრებას, რომელშიც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ანა გოგიშვილი და მოსამართლე ზაზა მარტიაშვილი მონაწილეობენ.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზაზა მარტიაშვილმა კოლეგის თხოვნით კომპანია „ბერქაი ენდ ბეიაზიდის“ ქონება ისე დააყადაღა, მნიშვნელოვნად გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და ფაქტობრივად კომპანია გააკოტრა.

banner
წინა სტატიაშიხატია დეკანოიძე: დეკანოიძე: მიშელს პირდაპირ ვუთხარით, რომ გვაქვს რისკები – ან რუსეთი, ან ევროატლანიკური კურსი
შემდეგი სტატიაTIDA-ს ივლისის სესიის თემა – „მანქანური დასწავლის მოდელების მონიტორინგი“ იქნება