სკანდალი რუსულ ეკლესიაში – პედოფილი მღვდელი დაპატიმრებულია

რუსეთის ქალაქ იაკუტსკის წმინდა ინოკენტის სახელობის მარლთმადიდებლური გიმნაზია, მისი ,,იერომონახ მელეთად,, წოდებული პედოფილი დირექტორის გამო, რუსეთში ახალი სკანდალის მიზეზად იქცა.


რუსული სააგენტო “Интерфакс-Религия”-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 11 ივლისს იაკუტსკის სასამართლომ, რელიგიური პირის მიერ არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების საქმის პირველადი განხილვის შემდეგ, რომელიც დახურულ სხდომაზე გაიმართა, გიმნაზიის დირექტორი – ბერი მელეთი, პატიმრობაში დატოვა.
,,14 წლამდე მოზარდის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედების,, ბრალდებით დაკავებული მართმადიდებელ ბერს, როგორც რუსული მედია აცხადებს, რუსეთის კანონმდებლობით 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
როგორც რუსული მედია აღნიშნავს, რომ ბრალდებულ ბერი, მანამ სანამ მისი საქმე სასამართლოს გადაეცემოდა, უცხოეთში გაქცევას ცდილობდა და მას ამაეკლესიის მაღალი იერარქიის პირებიც ეხმარებოდნენ, თუმცა, სამართალდამცავებმა მას ქვეყნიდან გასვლის უფლება არ მისცეს.
აღსანიშნავია, რომ რუსული მარლთმადიდებლური ეკლესია, რომელიც ყველანაირად ეწინააღმდეგება ერთსქესიან ქორწინებას და ჰომოსექსუალიზმს სასიკვდილო ცოდვად მიიჩნევს, თავად ძალიან ხშირად ეხვევა სექსუალური ხასიათის სკანდალებში.

banner
წინა სტატიაშიდავით რაქვიაშვილი – დღეს რაც მე ვნახე, ეს არის მორიგი აგრესიული ქმედება და საქართველოს სჭირდება კონსოლიდირება
შემდეგი სტატიაცხინვალმა რუსეთს, ინტერპოლის ძებნაში გადასაცემად, ქართველების სია გადასცა