სკანდალი რუსთავის თეატრში – დირექტორის გათავისუფლებას თანამშრომლები აპროტესტებენ

ქალაქ რუსთავის თეატრის დასის წევრები დირექტორის შესაძლო გათავისუფლებას აპროტესტებენ და რუსთავის მერთან შეხვედრას ითხოვენ.

თეატრის თანამშრომლები მერიის მხრიდან უხეშ ჩარევაზე საუბრობენ. მათი თქმით, თეატრის დირექტორმა, ლალი თაბაგარმა, წერილი, სადაც ქალაქის მერი მის გადადგომას ითხოვს, რამდენიმე დღის წინ მიიღო.

მსახიობები ამ გადაწყვეტილებას აუდიტის დასკვნას უკავშირებენ. თეატრის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ მერიის შიდა აუდიტმა აბსურდული დასკვნა დადო, რის შემდეგაც თეატრს დაფინანსება 85 ათასი ლარით შეუმცირდა.

თეატრში მსახიობების ნაწილს განსხვავებული მოსაზრება აქვს.

შიდა აუდიტის დასკვნის დეტალებზე არ საუბრობენ რუსთავის მერიაში. აპირებს თუ არა მერია აუდიტის მასალების პროკურატურაში გადაგზავნას, ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრმა სამეგრელოს რეგიონული არქივის ახალი შენობა დაათვალიერა
შემდეგი სტატია“ახალგაზრდებისთვის საფინანსო მექანიზმი შეიქმნება”