სკანდალი: რუსებმა თეთრი სახლის ადმინისტრაცია მოატყუეს

თეთრი სახლის ადმინისტრაცია აღშფოთებას ვერ მალავს იმის გამო, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრის დროს, ოვალურ კაბინეტში მყოფი რუსული სააგენტო ТАСС-ის კორესპოდენტის მიერ გადაღებული ფოტოები, რუსულმა მედიამ გამოიყენა.
როგორც CNN-ი იუწყება, საქმე იმაში გახლავთ, რომ თეთრ სახლში როგორც წესი, აშშ-ს პრეზიდენტის იმ შეხვედრის გადაღებისა უფლებას აძლევენ მედიას, სადაც ოვალურ კაბინეტში შესული სტუმარიც, თანაბარი რანგის, ანუ ქვეყნის პირველი პირია, ხოლო თუ სტუმარი უფრო დაბალი რანგისაა, ამ შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ ორივე მხარის თითო ფოტოგრაფმა რამდენიმე კადრი გადაიღოს და ეს ფოტოები მხოლოდ შიდა მოხმარებისაა და ისტორიისათვის ინახება. მას ამერიკული მხარე მედიაში არ აქვეყნებს და ამას მოითხოვს სტუმრებისგანაც. თუმცა რუსებისთვის წესების არ დაცვაც წესია.
,,რუსებმა მოგვატყუეს… ТАСС-ისთვის ჩვნ გადაღების უფლება არ მიგვიცია. ჩვენ ავუკრძალეთ მედიას ამ შეხვედრის გადაღება და ოვალ კაბინეტში მხოლოდ ადმინისტრაციის ფოტოგრაფი იყო და რუსეთის მხრიდანაც ერთ ფოტოგრაფს მივეცით უფლება. ჩვენ ამ შეხვედრის ამსახველი კადრები მედიაში არ გამოგვიყენებია, რუსები კი მსოფლიოს ქსელებში ტროლავენ ოვალურ კაბინეტში გადაღებული ფოტო-ვიდეო კადრებით,, აცხადებს CNN-ს წყარო ადმინისტრაციიდან.

banner
წინა სტატიაში„დამიმტკიცე, რომ სულელის ამრჩევი ვარ მე და შენი 300 ხმოსანი სულელს არ აირჩევს“
შემდეგი სტატიათურქეთმა შორი მანძილის რაკეტა გამოსცადა