სკანდალი – რეალური მიზეზი, რის გამოც ღარიბაშვილი პრემიერობიდან გადადგა

garibaსკანდალი – რეალური მიზეზი, რის გამოც ღარიბაშვილი პრემიერობიდან გადადგა

რა არ აპატიეს ახალგაზრდა პოლიტიკოსს

მედიაში უკვე გაჟონა ინფორმაციამ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ახალი პარტიით დაბრუნდება. ითქვა ისიც, რომ ღარიბაშილის პარტნიორები, შესაძლოა, ბურჯანაძისა და ინაშვილის პოლიტიკური გაერთიანებები იყოს. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯს ღარიბაშვილი ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე არ გადადგამს, თუმცა „თაიმერის“ კონფიდენციალური წყაროები ჩვენთან საუბრის დროს, იმ დღემდე უცნობ მიზეზებზე საუბრობენ, რომლის გამოც ღარიბაშვილს თანამდებობა დაატოვებინეს.

„პირადად მე, არ მჯერა, რომ ღარიბაშვილს პარტიას ივანიშვილი უქმნის, რადგან ჩემს ხელს არსებული ინფორმაციით, სულ სხვა სურათი იხატება. ყოველ შემთხვევაში, ის, რაც მე ვიცი, მგონია, რომ სიმართლესთან ახლოს არის და თუ ასეა, მაშინ ღარიბაშვილს არანაირი შანსი აღარ აქვს, რომ ქართულ პოლიტიკაში ფეხი ისევ მოიკიდოს,“ – ამბობს „თაიმერის“ რესპოდენტი.

ჩვენ, რასაკვირველია, დავინტერესდით, თუ რა ინფორმაციას ფლობს წყარო და თემის დაკოკრეტება ვთხოვეთ, რომელმაც განმარტა, რომ ყველაფერი მოსახლეობის საყოველთაო აღწერას ეხება. ამ განცხადებამ დაგვაბნია, რადგან სად ღარიბაშვილი და სად – საყოველთაო აღწერა? როგორც ჩანს, ჩვენმა მოსაუბრემ ეს დაბნეულობა შეგვამჩნია და განმარტა:

„თუ გახსოვთ, მაშინ, სანამ საყოველთაო აღწერის შედეგები გასაჯაროვდებოდა, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა სამი მილიონ ხუთასი ათასია. აი, სწორედ აქ დაუშვა შეცდომა და ზუსტად ეს არ აპატიეს. საქმე იმაშია, რომ თუ ქვეყნის საერთო მოსახლეობის საერთო რაოდენობა 3 მილიონ ხუთასი ათასია, მაშინ გამოდის, რომ აქედან საარჩევნო უფლების მქონე მოსახლეობა გაცილებით ცოტაა. არადა, აქამდე ჩატარებულ ყველა არჩევნების დროს არსებობდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოსახლეობა ოთხი მილიონზე მეტია და აქედან, მინიმუმ, სამმილიონნახევარი საარჩევნო უფლების მქონეა. ახლა კი, ღარიბაშვილმა თავისდაუნებურად ის დიდი საიდუმლო გასცა, რომლითაც ყველა პოლიტიკური ძალა არჩევნებს იგებდა. შესაბამისად, ლაპარაკია „ოცნების“ გამარჯვებაზე და მის ლეგიტიმაციაზეც. აი, როგორც მე ამიხნეს, სწორედ ეს უნებლიე შეცდომა არ აპატიეს ახალგაზრდა კაცს და აიძულეს, რომ თანამდებობა დაეტოვებინა,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო.

ის იმასაც ამატებს, რომ ამომრჩევლის რიცხვის გაყალბება, ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაულია და თუ ვინმე ამ თემით დაინტერესდება და გამოძიება დაიწყება, მაშინ ძალიან ბევრი ყოფილი თუ მოქმედი ჩინოვნიკისა და პოლიტიკოსის პასუხიმსგებლობის საკითხი დადგება.

„თუ გახსოვთ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, საგანგებო კომისია მუშაობდა, რომელიც ამომრჩევლის რაოდენობას ადგენდა. ამ კომისიას მამუკა კაციტაძე ხელმძღვანელობდა. ჰოდა, კაციტაძის კომისიამაც დაადგინა, რომ ამომრჩევლის რაოდენობა 3 მილიონ 500 თუ 700 ათასია. საყოველთაო აღწერამ კი, რომლის ბეჭედდასმული დოკუმენტი, როგორც მე ვიცი, არ გამოქვეყნებულა, საწინააღმდეგო რეალობა შექმნა. ასე რომ, ღარიბაშვილმა დაწყებულის სქემა აირია, რასაც არავინ აპატიებდა,“ – გამოთქვამს თავის ვარაუდს „თაიმერთან“ საუბრის დროს რესპოდენტი, რომელმაც ანონიმურად არჩია დარჩენა და რომელიც საარჩევნო ტექნოლოგიებსა და, ზოგადად, პოლიტიკურ კულუარებში კარგად ერკვევა.

„ჯერ საარჩევნო კამპანიაც არ დაწყებულა და ნინო ბურჯანაძე უკვე დანამდვილებით ამბობს, რომ ახალ პარლამენტში, მინიმუმ, 6 კაცს გაიყვანს, ამდენივე კაცის გაყვანის იმედი აქვს ინაშვილს, ალასანიას კი – 15. გეკითხებით, ასე დეტალურად საიდან იციან, ხმას რამდენი ადამიანი მისცემთ? გასაგებია, რომ არსებობს გამოკითხვები, მაგრამ გამოკითხვები ერთია, საარჩევნო ურნასთან მისული ადამიანი კი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, არავინ იცის. ამიტომ მგონია, რომ ყველა პოლიტიკოსი, ოპოზიციონერი იქნება თუ ხელისუფლების წარმომადგენელი, გაყალბების იმედზეა. ისე, აღწერის შედეგები ღარიბაშვილისთვის „ფიშკაცაა“, ანუ თუ საშუალებას არ მისცემენ, რომ პოლიტიკაში დამკვიდრდეს, შეიძლება, გამოვიდეს და ყველაფერი მოყვეს, თუ როგორ ხდება არჩევნების გაყალბება. აი, მაშინ კი ეს ახლაგაზრდა ბიჭი მართლაც გმირი გახდება,“ – ამბობს ჩვენი წყარო.

banner
წინა სტატიაში(video)ნიკა გვარამია ტელეკომპანია პირველის ეთერში ლევან გაჩეჩილაძეს პასუხობს
შემდეგი სტატიაქართული მხარე ირანთან სავიზო რეჟიმს გააუქმებს