სკანდალი: ,,ქართულმა ლეგიონმა,, უკრაინაში ბრძოლის ველი დატოვა

 

უკრაინაში მებრძოლი ,,ქართული ლეგიონის,, პრესსამსახურის განცხადებით, ,,ქართულმა ლეგიონმა,, უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ფრონტის ხაზზე, 54 ბრიგადის შემადგენლობა 20 დეკებერს დატოვა…

გავრცელებული ინფორმაციით, ,,ქართულმა ლეგიონმა,, ბრიგადა, 16-17 დეკემბერს განხორციელებული ოპერაციის დროს  11 მებრძოლის დაჭრის მიზეზებთან დაკავშირებული მიზეზების გამო დატოვა და ამ ფაქტს, ქართველი მეომრები ბრიგადისა და ბატალიონის ხელმძღვანელის არაკომპეტენციას, ქართველებთან დაპირისპირებასა და მათ  ქართველი მეომრების მიმართ გაკეთებულ მუქარის შემცველ განცხადებებს უკავშირებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის ხელისუფლება, ,,ლეგიონის,, დაჭრილი მეომრების დეპორტირებას აპირებს აღნიშნულ სკანდალთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ,,ქართული ლეგიონის,, მდგომარეობაზე უკრაინაში, მხოლოდ ,,თაიმერმა,,  გაავრცელა სკანდალური ინფორმაცია გასული წლის 19 დეკემბერს, თუმცა ,,თაიმერის,, ინფორმაციით, უკრაინული სარდლობის მხრიდან ,,ქართული ლეგიონის მიმართ, არა არაკომპეტენტურობას – არამედ ღალატს ჰქონდა ადგილი

,,თაიმერი,, 19 დეკემბრის სტატიასთან ერთად, ..ქართული ლეგიონის,, მიმართვასაც გთავაზობთ….

,,თაიმერი,, უკრაინული მედიით 18 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით დაინტერესდა, სადაც უკრაინის ფრონტის ხაზზე სეპარატისტთა საარტილერიო დარტყმის შედეგად დაჭრილ, ,,ქართული ლეგიონის,, 8 მებრძოლზე იყო საუბარი.

 

გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც უკრაინაში მოღვაწე ქართველი დიპლომატის, საელჩოს ყოფილი პრეს-ატაშეს – ბაჩო ქორჭილავას ,,ფეისბუქ,, პოსტზე დაყრდნობით გაკეთდა, სვეტლოდარსკის დუგასთან სეპარატისტების საარტილერიო დარტყმების შედეგად, უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე ბატალიონ ,,კიევსკი რუს,,-ის ,,ქართული ლეგიონის,, 8 მებრძოლი დაიჭრა. როგორც წყარო იტყობინებოდა, ქართველ მებრძოლებს საშუალო და ნაკლების სიმძიმის დაზიანებები ჰქონდათ, რაც ძირითადად კონტუზიით გამოიხატებოდა.

ინფორმაციის გავრცელებიდან ცოტა ხანში, ,,თაიმერი,, დაუკავშირდა ,,ქართული ლეგიონთან,, დაახლოვებულ ერთ-ერთ წყაროს, რათა მისგან შეეტყო მომხდარისა და დაჭრილ ქართველ მებრძოლთა მდგომარეობის შესახებ… თუმცა, იმ ინფორმაციამ, რაც ჩვენი წყაროსგან  მივიღეთ, შეიძლება ითქვას, რომ შოკში ჩაგვაგდო.

,,თაიმერის,, მიერ მოპოვებული ინფორმაციით, უკრაინელი სამხედრო ძალების გარკვეული ხელმძღვანელების მხრიდან ღალატს ჰქონდა ადგილი… როგორც  ,,თაიმერის,, წყარო განმარტავს, ,,ქართული ლეგიონის,, მოქმედებებზე, მათ ადგილსამყოფელზე, მტერს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია და ქართველი მეომრები ფაქტიურად სასიკვდილოდ გაწირეს. ამასთანავე,  ,,ქართული ლეგიონის პოზიციებს,, არ მხოლოდ სეპარატისტთა მხრიდან ჰქონდა ცეცხლი გახსნილი.

,,ჩვენს ბიჭებს შეტევაზე გადასვლის ბრძანება მისცეს… რაც, როგორც წესი ზეპირად ხდება ბრიგადის მეთაურის მხრიდან. ბრიგადის მეთაურები შეტევას გენშტაბთან ათანხმებენ და მერე გასცემენ მსგავს ბრძანებას. როგორც ირკვევა ეს ბრძანება შეთანხმებული არ ყოფილა. ბიჭები როგორც კი შეტევაზე გადავიდნენ, მაშინათვე მოწინააღმდეგის მხრიდან მასირებული საარტილერიო დაბომბვის ქვეშ აღმოჩნდნენ… ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რომ საღამომდე ძლივს მოახერხეს საკუთარ პოზიციებზე დაბრუნება. დაბრუნებულებს საკუთარ პოზიციებზე უცხო ხალხი დახვდათ… არავინ იცის ვინ მოიყვანა ისინი იქ. როგორც კი ეს ხალხი მოიშორეს საკუთარი ბლინდაჟებიდან, მათი ტერიტორია მასირებული საარტილერიო ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა… ზუსტად იმ ტერიტორიაზე ცვიოდა ბომბები, სადაც ქართველები იყვნენ… პირდაპირ ბლინდაჟებში. 8 ადამიანი დაიჭრა. ბიჭები დარწმუნებულნი არიან, რომ მათ, როგორც რუსები ასევე უკრაინელებიც ესროდნენ. ზუსტი კოორდინატები ჰქონდათ მათი განლაგების. საეჭვოა, ის ფაქტიც, რომ შეტევის ბრძანება მხოლოდ ,,ქართულმა ლეგიონმა,, მიიღო. მიუხედავად ყვლაფრისა, ქართვლები ცოცხლები გადარჩნენ, რაც ძალიან დიდი გამართლებაა. შეიძლებოდა ყველანი დახოცილიყვნენ. უკრაინულმა სარდლობამ იცის, რომ ქართველები ხვდებიან რა ღალატიც იყო და ახლა მათზე სერიოზული ზეწოლა მიდის… თუ ისინი ხმას ამოიღებენ, იტყვიან, რომ ქართველებმა შეტევა თვითნებურად წამოიწყეს და მათივე დაადანაშაულებას შეეცდებიან მაგრამ ფაქტია, რომ ქართველების ადგილმდებარეობა გაყიდული იყო… მინსკის შეთანხმების თანახმად, სამხედრო ხელმძღვანელობას შეტევის ბრძანების გაცემა ოფიციალურად, ანუ დიკუმენტალურად არ შეუძლია, ამიტომ ორივე დაპირისპირებული მხარე, შეტევის ბრძანებას მხოლოდ ზეპირად გასცემს, ისე რომ ამაზე არანაირი დამამტკიცებელი დოკუმენტები არ რჩება, თუმცა ბიჭებს საკუთარი პოზიციის დასაცავდა გარკვეული მტკიცებულებები რა თქმა უნდა ექნებათ,, აცხადებს ,,თაიმერის,, წყარო.

,,თაიმერი,, ამ ინფორმაციის მოპოვების შემდეგ დაუკავშირდა ,,ქართული ლეგიონის,, მეთაურს მამუკა მამულაშვილს, რომლისგანაც ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ… მამულაშვილმა მოუცლელობა მოიმიზეზა და უახლოეს ხანებში დაგვპირდა კომენტარს, რომელსაც ,,თაიმერი,, ამ დრომდე ელოდება და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

19 დეკემბერი ,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური

 

20 декабря 2017 года Грузинский Легион своим полным составом покинул 54 Бригаду из- за некомпетентности командира Майстренко Алексея и его окружения, а также незаконных приказов, изданных им. О деталях операции прошедшей 16 декабря 2017 года при которой были ранены 11 бойцов Грузинского Легиона и 25 Батальона мы обязательно сообщим на пресс конференции в ближайшие дни. Также будут опубликованы: аудио запись разговора командира Грузинского Легиона с командиром 54 Бригады, капитаном Холмовским и Сергеем Федосенко, где командир 54 Бригады отдаёт приказ Сергею Федосенко уволить бойцов Грузинского Легиона по «несоответствию», а также аудио запись с телефонными угрозами бойцам Грузинского Легиона. Хотим сказать, что командир 54 бригады в связи с развернувшимися событиями и стремлением во что бы то не стало их замалчивать любыми методами, уволил командира 25 Батальона Евгения Лаврова, который изначально поддержал Грузинский Легион и помог интегрироваться в ЗСУ. Грузинский Легион не собирается молчать и мы обязательно разоблачим людей, действующих против государственных интересов Украины, а именно командира Майстренко Алексея, капитана Холмовского и братьев Федосенко (зам. командира 25- ого Батальона и зам. командира 54 Бригады). Сегодня проблема состоит в том, что командир 54 Бригады пытается департировать прямо из военного госпиталя раненых бойцов Грузинского Легиона которые могут рассказать правду о незаконных приказах и действиях командира Майстренко и его приближённых. Сергей Федосенко и бывший представитель Грузинского Легиона Зураб Чехелидзе систематически звонят в госпиталь раненым бойцам Грузинского Легиона, угрожая тяжело раненым отказом в лечении и депортацией, в случае разглашения ими незаконного приказа операции 16 декабря 2017 года. Командир Майстренко и его пособник капитан Холмовский назвали Грузинский Легион «раковой опухолью, помогающей выжить Украине», после чего у нас нет морального права находиться под командованием людей, которые действуют вопреки национальным интересам Украины. Также командир 54 Бригады и Сергей Федосенко отняли у бойцов Грузинского Легиона всю амуницию и личные вещи, собранные за 4 года АТО волонтерами (тепловизоры, тепловизионные прицелы, бронежилеты, каски, приборы ночного видения, дневные прицелы снайперских винтовок, личные вещи и транспортные средства Грузинского Легиона). Просим всех волонтеров, которые передавали нам необходимые вещи, срочно отреагировать на эту ситуацию! Также хотим добавить, что 3 человека грузинской национальности, оставшиеся в 54-ой Бригаде, не состоят больше в Грузинском Легионе и более не представляют Грузинский Легион. В случае манипуляции ими именем Грузинского Легиона, просим всех сообщать на официальную страницу Легиона в Фейсбуке. Хотим отметить, что вся данная информация уже передана представительствам стран, бойцы которых входят в состав интернационального Грузинского Легиона.

СЛАВА УКРАИНЕ!

С уважением, пресс служба Грузинского Легиона

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური

banner
წინა სტატიაშიია ანთაძე: მოთმინება აღარ ყოფნით – დღეს უნდათ შედეგი
შემდეგი სტატია ექსკლუზივი- მამუკა მამულაშვილი:  უკრაინაში ბრძოლის გაგრძელებას ვგეგმავთ