სკანდალი – „ქართული ოცნების“ კოორდინატორს სუს-ი განადგურებით დაემუქრა!?

სკანდალი ქართულ ოცნებაში – დიტო სამხარაძეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და აქტიური წევრები უპირისპირდებიან, თავის მხრივ სამხარაძე არასასურველ პირებს დევნის.

ყველაფერი დაიწყო დიტო სამხარაძის მიერ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გამოქვეყნებული სტატუსით,  სამხარაძე წერდა: „მეგობრებო, ქართული ოცნების უღალატო ჯარისკაცებო!  შეგახსენებთ 10 აგვისტოდან 13 აგვისტოს ჩათვლით, შეხვედრებს ვიწყებ პარტ-აქტივთან!

შეხვედრის მიზანია, საოლქო ორგანიზაციებში მიმდინარე პროცესების განხილვა!

პ.ს. რაც შეეხება იმათ, რომლებსაც სხვადასხვა ჩატებში ნაცების შპიონები სისულელეებს აწერინებენ, გთხოვთ ყურადღება არ მიაქციოთ! ისინი საარჩევნო კამოპანიის დაწყებამდე 2-3 თვით ადრე აქტიურდებიან და არჩევნებზე ოცნების ოპონენტებს ეხმარებიან. ასე რომ, წინ ბევრი სიკეთე გველის ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ!“

ის, რომ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონალური სამსახურის უფროსმა, დიტო სამხარაძემ, არ იცის ქართულ ენას გრამატიკა რომ აქვს და გრამატიკა, თავის მხრივ,  მორფოლოგია და სინტაქსია, – არა უშავს.  რაც მთავარია, სამხარაძემ იცის ძახილის ნიშნის არსებობა ქართულ გრამატიკაში, ისიც იმიტომ, რომ მისივე  ჭკუით, ძახილის ნიშანი სტატუსებს მბრძანებლურ ტონს მატებს და მისსავე მოსაზრებებს ფასს უწევს.

მოკლედ, ამ სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ, „სალხინეთში“ აურზაური ატყდა. სამხარაძეს თავისავე ფეისბუქ-გვერდზე ის ადამიანები დაუპირისპირდნენ, ვინც „ქართულ ოცნებას“, როგორც პარტიას, ჩანასახიდანვე უჭერდნენ მხარს.

დღეს ერთ-ერთი მათგანმა, ვინც დიტო სამხარაძის სტატუსს გამოეხმაურა, სკანდალური განცხადება გაავრცელა. დეტალებზე გვესაუბრება განცხადების ავტორი, ია ქვლივიძე, „ქართული ოცნების“ კასპის ფრთის წარმომადგენელი:

 

_ ყველაფერი დაიწყო პარტიაში რეგიონალური სამსახურის უფროსის, პარლამენტარ დიმიტრი სამხარაძის სტატუსიდან, რომელიც მან „ნამდვილებს“ მიუძღვნა. ეს სტატუსი რომ ვნახეთ, აღვშფოთდით და კომენტარებში დავწერე რაცაა რეალობა. სწორედ ამ კომენტარს ვუკავშირებ იმ დევნას, რასაც ახლა აქვს ადგილი.

_ დევნას?

_ დიახ, მაგრამ ჯერ ჩემი კომენტარის შინაარსს მოგითხრობთ: გამოვთქვი გულისტკენა იმასთან  დაკავშირებით, რომ აღმასრულებელ მდივნად დაინიშნა კასპის პარტიის თავმჯდომარის ნათლულის მამა, ირაკლი ნონიკაშვილი, რომელიც ნაციონალების დროს იყო კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, საკრებულოში დევს დოკუმენტები, როგორ იღებდნენ ირაკლი ნონიკაშვილი და მისი მეუღლე პრემია-დანამატებს. 2012 წლამდე ჩვენ რომ ვიდევნებოდით, ჩვენ ესენი გვდევნიდნენ. ეს რომ დავწერე, სამხარაძის კედელზე კომენტარად, დამბლოკა.

_ თქვენს გარდა იქ სხვებიც წერდნენ მსგავს კომენტარებს?

_ ყველა დაიბლოკა. მე გამოვხატე ჩემი გულისტკივილი, დავწერე ისიც, რომ ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ვინც იყო ნაცების დროს, რომელსაც გაყინული ხორცი შექონდა ბაღებში და რომელიც დააკავეს, ციხიდან გამოსვლისთანავე დაასაქმა ოცნებამ.

_ სამსახურისთვის იბრძოდით?

_ წარჩინებული დიპლომიანი მშობლები გვყავს ჩვენც, ნაციონალებთან არავითარი კავშირი რომ არ ქონდათ, ვინც გვდევნიდნენ, ვინც იყვნენ დამკვეთები და შემსრულებლები,  ყველა დაასაქმეს და ვერ გავიგე, არა მაქვს უფლება, გამოვთქვა ჩემი გულისტკივილი?! მე ვაპროტესტებ ასეთი კადრების დანიშვნას, ნაციონალებიც უნდა მუშაობდნენ და ოცნებაც, მაგრამ არ შეიძლება, ის ხალხი გარიყო, ვისაც ნაციონალები დევნიდნენ. ეს მოხდა გუშინ, დღეს კი დამირეკა ჩემთვის უცნობმა პირმა ნომრიდან 577522352,  უშვერი სიტყვებით მაგინა, მემუქრებოდა. აქვე აღვნიშნავ, რომ მე მყავს მცირეწლოვანი შვილი, სამი წლისაა. ჩემს შვილს თმის ღერი რომ ჩამოუვარდეს თავიდან, პასუხისმგებლობას ვაკისრებ სამხარაძეს, მის მეჯვარესა და მფარველ გოგაშვილსაც და კასპის ოცნების აღმსარულებელ მდივანს და პარტიის თავმჯდომარეს. იცით რა? ჩვენ ისევ ისე ვიდევნებით,  როგორც ვიდევნებოდით ნაცების დროს, ვერ გამიკეთებია ანალიზი, რისთვის გვსჯიან.

_ მე ვნახე თქვენი ერთ-ერთი კომენტარი, სადაც წერთ: „რეგიონების ხელმძღვანელი პარტიაში, დიმიტრი სამხარაძე, ვის გულისხმობს, ჩვენ ვართ ნაციონალებთნ დაახლოვებულნი?! ჩვენ გველაპარაკებიან?!

ნაციონალები ?! ცოტა ახლო-ახლოს მაინც ისაუბრეთ:) ნაციონალების „გაპრავება“ მისი წყალობით მოხდა, მან ჩაგვანაცვლა 2012 წლის მებრძოლები ნაცებით! დღესდღეობით კასპის რაიონულ ორგანიზაციას აღმასრულებელი მდივანი ფაშისტი ნაცი რომ ჰყავს, მან დანიშნა! (ნარკოლოგიური შემოწმება რატომ გადაიფიქრეთ მისი?… ნასამართლეობა, ყოველ თვე ცოლ-ქმარს 2012 წლამდე აღებული პრემია-დანამატები თანამდებობაზე, გამზრდელ დეიდას როგორ შეჰქონდა გაყინული ხორცი ბაღებში? ციხიდან გამოსვლისთანავე როგორ ასაქმებთ?:) ადმინისტაციის უფროსობიდან აგდებთ ოცნებას და აბრუნებთ კვლავ ძველ ნაცს…სუსშიც, 2012 წლამდე ბიძინას ვინც პირში გვიგინებდა, იგივე კადრებს ეყრდნობით და ,,ჩვენებად” მოიხსენიებთ. უსაქმებთ სხვადასხვა თანამდებობებზე ოჯახისწევრებს…რომელი ერთი ჩამოვთვალო! ჩვენ ვართ ნაცებთან დაახლოვებული ჯგუფი?:) რა უსუსური ბრალდებაა. ძალიან კი უნდა სხვა პარტიაში გადავიდეთ, მოგვიწოდებდა კიდეც , მაგრამ ვერ მივართვით. მოვახსენებთ ბატონ ბიძინას რის სანაცვლოდ ,,აპრავებს” ნაცებს! რაც ჩვენ გადავიტანეთ, ღმერთო! დევნა, მუქარა, შანტაჟი . 4 ნიღბიანი ზონდერი დამესხა თავს, უმოწყალოდ გამისწორდნენ 2012-ში, 12 მეტრზე გვათრიეს მე და ჩემი ყოფილი მეუღლე! მის შემდეგ, სწორედ იმ აქტიურობისთვის, ვიდევნებით დაწინაურებული ნაცების მიერ! რას წერს, არ სცხვენია?! საკუთრ,,კოოპერატივად “გადააქცია ჩვენი პარტია, ვინ ამოიღებს ხმას მისი შიშით! მეჯვარე ხომ გოგაშვილია ! ჩურჩულით გიყვარდეს, ყველა გვესაუბრება მის ,,საგმირო” საქმეებზე. იქვე გვარიგებენ , რომ მას მოვერიდოთ, ძალიან საშიშიაო. გრცხვენოდეთ დიმიტრი! ისეთი რამ არ უნდა გვაკადროთ, რაც არ გვეკადრება! შეეგუეთ იმას, რომ მალე ჩამოგაცილებთ პარტიას, რომელიც საკუთარ შეპესედ გაიხადეთ! უჩვენოდაც (გამოგითხარეს ძირი) მოგიშორებენ, რომ იცოდეთ! რატომ დაგვბლოკეთ თვენს პირად გვერძე 2011-12 წლის მებრძოლები ერთმანეთის მიყოლებით, კრიტიკას ვერ უძლებთ ბატონო დიტო? თვენ გაქვთ თმენის ვალდებულება დაგავიწყდათ?!“

_ სწორედ ამ და სხვა კომენტარებს ვუკავშირებ იმ მუქარას, რაც განხორციელდა ჩემთან.  როცა დამირეკა ამ კაცმა, შემდეგ მეც გადავურეკე, მაგრამ აღარ პასუხობს ტელეფონს. როგორ შეიძლება პარლამენტარი ბლოკავდეს ადამიანს? ძალიან მაინტერესებს, ვის ეძახის ნამდვილებს, ვინ არიან ნამდვილები?!

_ ეს მეც მაინტერესებს.

_ არ ვიცი. მე დღეს მოვისმინე ძალიან არასასიამოვნო საუბარი, მუქარა, ჯერ ვერ დავიჯერე, ასე რომ მემუქრებოდნენ, ახსენეს ჩემი ოჯახის ყველა წევრი, მითხრეს, თუ ასე გავაგრძელებ, საერთოდ ვერ გავალ ქუჩაში. მე არ მაქვს პირადი კონფლიქტი არავისთან, მხოლოდ ამ კომენტარების შემდეგ დამირეკეს. ჩვენ ვიყავით ვაკის პარკში შეკრებილები, გავაგზავნეთ ბიძინა ივანიშვილთან განცხადება, ველოდებით პასუხს.

_ სამხარაძესთან არ აპირებთ მისვლას?

_ სამხარაძემ კოოპერატივად გადააქცია ჩვენი პარტია, საკუთრი შეპესე აქვს გახსნილი. სამხარაძე ერთი, სამხარაძე ორი. ერთი სამხარაძე (ბიძაშვილი) გუბერნატორი რომ გახდა, მისი ადგილი პარტიაში მის ძმას გადაეცა და ასე ტრიალებენ. სად სცალიათ ამათ ჩემთვის და ჩემნაირებისთვის, სამხარაძეების მეტი რაა, ყველას უნდა მიხედონ.

_ დიმიტრი სამხარაძესთან ლაგდებოდა ყველაფერი, სიებიდან დაწყებული თანამდებობეით დასრულებული.

_ ვინ არიან ეს ე.წ. ჩვენები და „ნამდვილები“?

_ სამხარაძის და გოგაშვილის ხალხი. აი, ასე მივიღეთ რაც მივიღეთ, დღეს გაქოცებული ნაცები გვაზიან თავზე, გავღიზიანდი და დავწერე,  სიმართლის თქმას არასდროს მოვერიდები.

,,თაიმერი”

banner
წინა სტატიაშითამბაქოს კონტროლის კანონის მონიტორინგის ჯგუფმა თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე განთავსებულ ჩილიმ-ბარებში გეგმური რეიდი ჩაატარა
შემდეგი სტატიაგუგული მაღრაძე საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას ემხრობა