სკანდალი: პუტინის მიტინგზე მისასვლელად – კაცზე 500 რუბლი გადაიხადეს (ვიდეო)

დამოუკიდებელი რუსული მედია პუტინის წინააღმდეგ ახალ სკანდალს აგორებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 1 მარტს, მოსკოვში ,,ლუჟნიკის,, სტადიონზე, რუსეთის მოქმედი პრეზიდენტისა და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ყველაზე რეალური კანდიდატის – ვლადიმერ პუტინის მიტინგზე  მისვილს სანაცვლოდ, მოქალაქეებს 500 რუბლი (დაახლოებით 22 ლარი) შეჰპირდნენ, თუმცა უმეტესობა მათგანს ეს თანხა არ გადაუხადეს, რის გამოც მოქალაქეებმა პოლიციაც კი გამოიძახეს.

როგორც ჩანს, 100 მილიონანი ქვეყნის პრეზიდენტმა პუტინმა, რომელიც მსოფლიოს ახალი ბირთვული იარაღით აშინებს, საკუთარი საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად 130.000 კაციც ვერ შეკრიბა ისე, რომ მათთვის ფული არ შეეთავაზებინა.

დამოუკიდებელი რუსულმა მედიამ, პირდაპირ მიტინგის ადგილიდან ათეულობით ვიდეო ჩაწერა, სადაც პუტინის ე.წ. მხარდამჭერები ღიად აცხადებდნენ, რომ მათ 500 რუბლი გადაუხადეს. თუმცა, როგორც ჩანს ბევრმა მომიტინგემ შეპირებული თანხა ვერ მიიღო და ეს ფული, ხალხის მიყვანის  ორგანიზატორებმა უბრალოდ ,,მოტეხეს,, რის გამოც უკმაყოფილო მოქალაქეებმა პროტესტი გამოხატეს.

 

 

https://youtu.be/ei9lKHmcz2g

banner
წინა სტატიაშიპუტინმა აშშ-ს მოსთხოვა “რუსულ ჩარევაზე” დოკუმენტები წარმოადგინოს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხს ეხმაურება