სკანდალი – პრემიერს საფრთხეებზე ინფორმაცია მივაწოდე და რეაგირება არ მოუხდენია – გუბაზ სანიკიძე

“ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ პრემიერთან საუბრის დეტალებს გადაცემა “არჩევანში” იხსენებს.

მისი მტკიცებით, მან ძალზედ სერიოზული ინფორმაცია მიაწოდა გიორგი კვირიკაშვილს, თუმცა მეტი კონკრეტიკისგან სანიკიძემ თავი შეიკავა.

„კონკრეტულად ვუთხარი რა უნდა გააკეთოს ამ მიმართულებით და კონკრეტული სახელი და გვარები ჩავაწერინე, ვისაც უნდა შეეკითხოს ჭკუა. ჩვენ მართლაც ძალიან ძლიერი სპეციალისტები გვყავს, მაგრამ შედეგი რა არის? არანაირი. როგორც ჩანს, კვირიკაშვილს არ ესმის ამ თემის მნიშვნელობა“, – აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

გუბაზ სანიკიძემ გადაცემა “არჩევანში” ასევე განაცხადა, რომ არაბული ქვეყნები აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებდნენ და მან ეს პროცესი ჩაშალა.

“არაბულ ქვეყნებში აფხაზეთის აღიარების რამოდენიმე მცდელობა ჩავშალე მე პირადად. არაბულ ქვეყნებში აპირებდნენ აფხაზეთის აღიარებას. მე ამ ქვეყანას ვემსახურები. ფორუმი აკეთებს ამ საქმეებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ ჩაგვერთო ეს აღიარებული იქნებოდა უკვე. ხელისუფლებამ იცოდა. მე რომ ქვეყანა დავასახელე სადაც ეს ხდებოდა, რუსები მიხვდებიან და პირებს შეექმნებათ პრობლემები. პრემიერმა იცოდა ეს ყველაფერი. მაშინ პრემიერი იყო ირაკლი ღარიბაშვილი. ძალიან ბევრი მეგობარი ყავს საქართველოს ახლო აღმოსავლეთში. ქართულ პარლამენტს ახლო აღმოსავლეთში გაცილებით დიდი მიღწევები აქვს ვიდრე მთავრობას,”- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს–მ რუსთავში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
შემდეგი სტატია(video) ბედუკაძე: ინაშვილო და თარხნიშვლო თქვენი უნამუსო ტყუილების დრო დასრულდა, ეხლა მე ვიწყებ!