სკანდალი “ფეისბუქის” ირგვლივ – ცუკენბერგმა აღიარა, რომ ნდობა ვერ გაამართლა

“ფეისბუქის” დამფუძნებელმა მარკ ცუკენბერგმა აღიარა, რომ სოციალურმა ქსელმა რამენიმე შეცდომა დაუშვა, რომელის შედეგადაც მილიონობით მომხმარებლის პირადი მონაცემები ანალიტიკურმა კომპანია Cambridge Analytica-მა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა – Cambridge Analytica-ს თავისი პოლიტიკური კლიენტების სასარგებლოს “ფეისბუქ” მომხმარებლების მონაცემების გამოყენებაში ადანაშაულებენ. ცუკენბერგმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღიარა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლების ნდობა ვერ დაარღვია.
ცუკენბერგმა სინანული გამოთქვა მომხდარის გამო და პირობა დადო, რომ “თაღლითური აპლიკაციების” წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, ასევე, მან დაამატა, რომ კონგრესს სიამოვნებით მისცემს ჩვენებას, “თუკი აუცილებელი გახდება ასე მოიქცეს” – განაცხადა”სიენენთან” ინტერვიუში.

საკუთარი მომხმარებლების მონაცემების მაქსიმალურად დასაცავად, ცუკენბერგი ყველა აპლიკაციის კარგად შეისწავლის, რომ მათი მონაცემებამდე წვდობა მაქსიმალურად შეამციროს.
ასევე, ჩაატარებს სრულ კრიმინალისტურ აუდიტს იმ აპლიკაციებზე, რომლებიც ეჭვს იწვევს, თუკი პროგრამის მფლობელი კომპანია მსგავსი აუდიტისგან თავს შეიკავებს, მას სრულიად დაბლოკავს,
დაბლოკავს ყველა აპლიკაციას, რომელიც მომხმარებლის პირად მონაცემებს არასათანადოდ იყენებს.

“ჩვენ პასუხისმგებელი ვართ თქვენი მონაცემები დავიცვათ და თუკი ამას ვერ ვაკეთებთ, ესე იგი, ჩვენ არ ვართ ღირსი თქვენ ჩვენი მომსახურებით ისარგებლოთ” – დაწერა ცუკენბერგმა თავის “ფეისბუქ”-გვერდზე.

“ფეისბუქის” ირგვლის სკანდალის შემდეგ მარკ ცუკენბერგმა 4,9 მილიარდი დოლარი დაკარგა 19 მარტს კომპანიის აქციების ვარდნის შედეგად – Bloomberg-მა გაავრცელა. სოციალური ქსელის აქციები 7%-ით დავარდა მას შემდეგ, რაც ფეისბუქის” დამუძნებელის მარკ ცუკენბერგისგან ამერიკის და ბრიტანეთის მთავრობებმა მისი კომპანიის მიერ პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის გაცემის გამო განმარტებები მოითხოვეს. “ფეისბუქის” მიმართ გახშირდა უკმაყოფილება იმის გამო, რომ კომპანიამ მომხმარებლებს არ შეატყობინა რომ მათი პირადი ინფორმაცია ბრიტანულ ფირმა Cambridge Analytica-ში ხვდებოდა მონაცემების ანალიზისთვის, რომელიც, როგორც ამბობენ, აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო წინააარჩევნო კამპანიაში ეხმარებოდა 2016 წელს.
რამდენიმე დღის წინ “ფეისბუქმა” Cambridge Analytica-ს თავისი სერვერებზე წვდომა დაუბლოკა, რადგანაც ცუკენბერგის თქმით, მან თავისი კომპანიიდან პირადი მონაცემები “ფეისბუქის” წესების საწინააღმდეგოდ მიიღო. ამასთანავე, Cambridge Analytica-იც ირწმუნება, რომ მას კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია.

banner
წინა სტატიაშისარკოზი: ბრალდებამ ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია
შემდეგი სტატიაავღანეთში ტერაქტს 26 ადამიანი ემსხვერპლა