სკანდალი-ოქუაშვილი ჰყვება, რის სანაცვლოდ განაახლა კომპანიამ მუშაობა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ნოემბერი 21, 2018 23:26

სკანდალი-ოქუაშვილი ჰყვება, რის სანაცვლოდ განაახლა კომპანიამ მუშაობა

მნიშვნელოვანი

  • ბიძინა ივანიშვილი ოქუაშვილს ტელე "იმედის" ეთერით განცხადების გაკეთებას სთხოვა, სადაც იტყოდა, რომ კომპრომატები, რომელიც გამოქვეყნდა ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით დადგმული იყო

სხვა სტატიები

“ომეგა ჯგუფის” საქმის სკანდალური გაგრძელება – ზაზა ოქუაშვილი ამბობს, რომ მას ბიძინა ივანიშვილი ტელე “იმედის” ეთერით განცხადების გაკეთებას სთხოვა, სადაც იტყოდა, რომ კომპრომატები, რომელიც გამოქვეყნდა ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით დადგმული იყო და მას ამის გაკეთება ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა სთხოვეს.

ამ ყველაფერს კი ზაზა ოქუაშვილის განცხადებით წინ უძღოდა ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები, რომ შექმნილიყო მათ შორის პოზიტიური განწყობა.

“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის განცხადებით, მას შემდეგ რაც სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ “ომეგა ჯგუფი” აქციზებს მიიღებდა, აქციზური მარკების სამსახურმა, გადახდილი ფულის სანაცვლოდ აქციზები გასცა, “ქართუ ბანკმა” კი კრედიტის სახით კომპანიას 8 მილიონი ლარი გამოუყო.

ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ „ომეგა ჯგუფს“ ჰქონოდა პოზიტიური განწყობა და სწორედ ამას მოჰყვა ის დავალებები, რომელიც შემდგომ მას უნდა შეესრულებინა.

რაც შეეხება რესტრუქტურიზაციას, მისი თქმით, რესტრუქტურიზაციის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კომპანიამ ბიუჯეტში 10 მილიონი უნდა გადაიხადოს, ხელი ამ დრომდე არ მოწერია. მიზეზი კი სავარაუდოდ, სწორედ ის ყალბი ინტერვიუა, რომელიც “იმედის” ეთერში უნდა გასულიყო.

 

https://youtu.be/PDaoT9N5zrU

 

 

 

 

https://youtu.be/wyEmqPoB8zY

 

 

 

https://youtu.be/Iq5D563KC_I

 

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ნოემბერი 21, 2018 23:26

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


9,832
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics