სკანდალი Nike-ის ირგვლივ – კომპანიას არაპატრიოტულ მოქმედებაში სდებენ ბრალს

აშშ-ში Nike-ის ირგვლივ სკანდალი აგორდა, რომელიც ფეხსაცმელზე ამერიკული რევოლუციის სიმბოლიკის დატანებამ გამოიწვია. სპორტული ფეხსაცმლების პოპულარულმა ამერიკულმა ფირმამ უკან გაიწვია Air Max 1 Quick Strike მოდელი, სადაც აშშ-ს დროშის ადრინდელი ვერსია იყო გამოსახული და რომელიც 4 ივლისისთვის, დამოუკიდებლობის დღისთვის, სპეციალურად დამზადდა. დროშა “ბეტსი როსის” გამოჩენამ, რომელიც სხვადასხვა დროს ამერიკის ნაცისტური პარტიის, მანამდე 13 შტატის ბრიტანული იმპერიის წინააღმდეგ ომის სიმბოლო იყო, შეერთებულ შტატებში აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ფეხსაცმელი ფირმამ გაიწვია, ის ონლაინ პლატფორმებზე მაინც იყიდება სხვადასხვა გამყიდველების მიერ, რომლებმაც ახალი მოდელი ადრე მიიღეს. ინტერნეტ-პლატფორმა StockX -ზე ნაიკის ახალი მოდელი 2 ათასი დოლარი ღირს – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიკუშნერის თქმით, ტრამპი მზად არს აბასთან სამშვიდობო გეგმაზე ისაუბროს
შემდეგი სტატიაBoeing-ი ორ კატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს 100 მილიონ დოლარს გადაუხდის