სკანდალი-მიულოცე დაბადების დღე გია ვოლსკის და მიიღე 10 ქულა

“ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფეისბუქის ე.წ. სქრინები, სადაც “სტუდენტური პარლამენტის” თავმჯდომარე ერთ-ერთ ჩატში წევრებს სთხოვდა, გიორგი ვოლსკისთვის დაბადების დღის მილოცვას.
იქვე მიუთითა, რომ სანაცვლოდ თითოეულ მიმლოცველს 10 ქულა ერგებოდა საჩუქრად. “მილოცვის შემდეგ სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ ე.წ. სქრინშოთი, რომლითაც დადასტურდება მილოცვა, რის შემდეგაც მათ ქულები დაეწერებათ,” – წერდა თავმჯდომარე.
ეს სამარცხვინო სქრინები ჩემს გვერდზე გადმოვიტანე, მაგრამ მალევე სტატუსი სოციალური ქსელიდან გაქრა. დიდი ალბათობით, მუქარის ან ზეწოლის შედეგად. ეს არის ნამდვილი საბჭოთა კავშირი, მაგრამ მჯერა ჩვენი სტუდენტები ასეთ მითითებას არასოდეს შეასრულებენ და შესაბამის რეაგირებასაც მოაყოლებენ ახალგაზრდა კომკავშირელების მოთხოვნებს”-აცხადებს ანა  დოლიძე.

გიორგი ვოლსკიმ დაუდასტურა, რომ სტუდენტური პარლამენტის წევრებისგან მილოცვები მიიღო.

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიმეუფე ნიკოლოზი: ვაქცინა თხევადი ჩიპი არ არის გავიკეთებ, აბა, რას ვიზამ?
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებამ უნდა თქვას, რომ თანახმაა, ადგილობრივი არჩევნები განიხილოს, როგორც პლებისციტი