სკანდალი: მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას ოპოზიციაში წასვლით ემუქრება- მორიგი ფარული ჩანაწერი

უკრაინული ვებ-გვერდი uareview.in.ua ყოფილი გენ. პროკურორის მურთაზ ზოდელავასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის ფარულ სატელეფონო ჩანაწერს ავრცელებს.

როგორც ჩანაწერიდან ირკევა, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან მკაცრ საუბარს და ოპოზიციაში გადასვლას გეგმავს.

როგორც გიორგი ვაშაძე ამბობს, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკომ საფრთხობელად გამოიყენა და უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენუკი შეაშინა, რათა მისთვის პარტია ჩამოერთვა.

„პარტია აახია, ჩამოართვა პოლიტიკური ბერკეტი. პრემიერობიდან რომ ხსნიდეს, პარტიას ხომ მაინც არ დაშლიდა?! როგორც ჩანს, პარტია გამოართვა და პრემიერად ტოვებს. ბოლო პერიოდში გუბერნატორად წაიყვანა მიშა, მერე გავრცელდა საუბრები, რომ იაცენუკს ანაცვლებდა მიშათი. მერე ალბათ დაჯდნენ ილაპარაკეს და უთხრეს იაცენუკს, იყავი პრემიერი, მაგრამ პარტია უნდა წაგართვათო. როგორც ჩანს, მიშამ ჩათვალა, რომ ეს მოხდა. ახლა რაიმეს მოიმოქმედებს მიშა. შეიძლება გენპროკურორის თანამდებობა გამოსთხოვოს ოლქში. ბერკეტები უნდა მოკლედ. მიშამ თქვა, დაველაპარაკები პოროშენკოსო და ვეტყვი, ან მომცეს რეალური ბერკეტებიო, ან გავდივარ ჩემ პარტიას ვაკეთებო. ეს რით დამთავრდება სიმართლე გითხრა, წარმოდგენა არ მაქვს, ზეგ კიდევ ჩვენი გამოცდაა და ჩვენ არ ამოგვცხონ პანღური“, – ამბობს ზოდელავა ვაშაძესთან საუბრისას.

თავის მხრივ ზოდელავას ამშვიდებს და ეუბნება, რომ პანღურს ვერ ამოცხებენ.

“მე რომ პოროშენკოს ადგილზე ვიყო, მიშას ვეტყოდი, რომ კი, ბაზარი არაა, ეს ძებნილი კაცი შეგიფარე, თანამდებობაზე დაგნიშნე, რა ჩემი … გინდა, ოპოზიციაში მიდიხარ? რატო? ჩემთვისაც არ არის ადვილი იმათთან ბრძოლა. მეორეც, განკარგულებას გასცემს, ვინც დააფინანსებს სააკაშვილს, დედა მოუ…ით“, – აცხადებს ვაშაძე.

ვაშაძის თქმით, მასთან საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი, რომელიც ამჟამად უკრაინაში თანამდებობაზე იმყოფება, დავით საყვარელიძე ეუბნებოდა, რომ პოროშენკოსთან შეხვედრის დროს მიშას არასდროს ჰქონდა მიმწოლი პოზიცია.

„მას ჰქონდა ლაქუცისა და დათმობის პოზიცია. ჩვენთან ბაქიბუქობდა, იქ რეალურად ცუციკი ტიპი იყო. თუ ამ იმიჯის შეცვალს აპირებს პოროშენკსოთან, ეს სხვა თემაა. ეს უნდა შეცვალოს და ყველაფერი უთხრას“, – ამბობს ვაშაძე.

ზოდელავა თქმით, პოროშენკოს ადგილას სააკაშვილს შეახსენებდა, როგორ გაუარესდა კრიმინალი ოდესაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატიაერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4001 ლარია