სკანდალი გრძელდება: ვალერიან ცერცვაძე iTechnic -ისა და iPhone+-ის დავაზე პირველ კომენტარს აკეთებს

“აიფონ +”-ისა და “აიტექნიკის” დავაზე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე პირველ კომენტარს აკეთებს. ვალერიან ცერცვაძე ადასტურებს, რომ “აიტექნიკის” დამფუძნებელთან ნათესაური კავშირი აქვს, თუმცა მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან სასამართლოს გადაწყვეტილებაზე რაიმე ტიპის ზეგავლენა მოახდინა.
ვალერი ცერცვაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას ელდობა, სადაც მის წინააღმდეგ დისციპლინარული სამართალწარმოების განაცხადია შესული.
“ჩვენ გვესმის მხოლოდ და მხოლოდ იმის მტკიცებულებები აიპლიუსის მხრიდან, რომ ჩემი ნათესაური კავშირი არსებობს ამ კომპანიის დამფუძნებელთან. ეს სიმართლეა, მაგრამ არც ერთი არგუმენტი დღემდე არავის არ წარმოუდგენია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება მიღებულია ზეგავლენის შედეგად და ეს სასამართლო გადაწყვეტილება არის უკანონო, პირიქით, არც ერთი თავმოყვარე იურისტი ვერ იტყვის, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არის უკანონო. ყველა ამას ადასტურებს, რომ ასეთ შემთხვევაში ყოველთვის გამოიყენება უზრუნველყოფის ღონისძიება და ეს გადაწტყვეტილება არის სრულ შესაბამისობაშ საქართველოს კანონმდებლობასთან. მათ შორის უცხოურ კანონმდებლობასთანაც.

მე ველოდები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას. დიდი სიამოვნებით დაველოდები, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი არის მიმართული არა სიმართლის დადგენისკენ, არამედ მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენისთვის, რადგან სასურველი გადაწყვეტილება იქნას მიღებული” განაცხადა ვალერი ცერცვაძემ “ქრონიკასთან” გაკეთებულ კომენტარში.

იუსტიციის საბჭოში ამბობენ, რომ საქმის წარმოება დაწყებულია, თუმცა ის კონფიდენციალურია და დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს.

banner
წინა სტატიაშისაბიუჯეტო თანხების დაზოგვის მიზნით, შს მინისტრის ორი მოადგილის საშტატო ერთეული გაუქმდა
შემდეგი სტატიაეკა ბესელია : მთავრობას აქვს გეგმა,რომელიც დაასტაბილურებს ლარს და მოსახლეობა იგრძნობს შვებას