სკანდალი გრძელდება-სომხური ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

რამდენიმე დღის წინ “თაიმერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქე აფხაზური პასპოტით სომხეთში დაუბრკოლებლად შევიდა, დიდი გამოხმაურება მოყვა როგორც ქართულ, ასევე სომხურ მედიაში.
გუშინ სომხეთში მოქმედმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც ისინი მთავრობას გავრცელებული ინფორმაციის გამოძიებისკენ მოუწოდებენ, რომ დაადგინონ ჰქონდა თუ არა მსგავს შემთხვევას ადგილი და დამნაშავეები დასაჯოს. ისინი ასევე, აღნიშნავენ, რომ თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკაში გაცემული არანაირი დოკუმენტი არ შეიძლება სომხეთში პასტორტად ჩაითვალოს.

“რამდენიმე დღის წინ საინფორმაციო სააგენტო “თაიმერმა” გაავრცელა, რომ ახალგაზრდა აფხაზი გოგო საქართველოს არაკონტროლირებადი თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პასპორტთ შევიდა სომხეთის ტერიტორიაზე. ადამიანმა, რომელიც სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” დარეგსტრირებულია როგორც ხამიდა არჯენია, გამოაქვეყნა საკუთარი პასპორტის ფოტო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არჯელია სომხეთში თვითმფრინავით ადლერიდან ჩაფრინდა, “ზვარტნოცის” აეროპორტში გაიარა საპასპორტო კონტროლი აფხაზური პასპორტით. მართალია, არჯელიამ ფოტო აიღო, მაგრამ ქართულმა და სომხურმა მედიამ მისი სკრინშორი გაავრცელეს. აღსანიშნავია ის, რომ გავრცელებული ფოტოს მიხედვით, სოციალური ქსელის მომხმარებელმა ფოტო 16 მაისს გამოაქვეყნა, “თაიმრმა” კი მასზე წერა 29 მაისს პრემიერ-მინისტრ ნიკოლა პაშინიანის საქართველოში ვიზიტამდე დაიწყო. გამოქვეყნებული ფოტოს მიხედვით, აფხაზურ პასპორტში ორი სასაზღვრო ბეჭედია, რომელიც ადასტურებს 11 მაისს რესპუბლიკაში შესვლასა და 15 მაისს საზღვრების დატოვებას. ეს აშკარად ეწინააღმდეგება სომხეთის კანონებს, რადგანაც სომხეთის “უცხო ქვეყნის მოქალაქეების” შესახებ კანონის თანახმად, პასპორტი უნდა გასცეს უცხოურმა სახელმწიფომ ან საერთაშორისო ორგანიზაციამ. აფხაზეთი კი, სომხეთის მიერ არ არის აღიარებული როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. შესაბამისად, დოკუმენტი, რომელიც თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის მიერ არის გაცემული, სომხეთში არ ითვლება პასპორტად. ხაზს ვუსვამთ რა სომხეთის საზღვრის კანონიერად გადაკვეთის დაცვის აუცილებლობასა და ასევე, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი ორგანიზაციები, სომხეთის ხელისუფლებას მოვუწოდებთ ინციდენტი მთელი სერიოზულობით გამოიძიოს, რომ მისი ნამდვილობა დადასტურდეს და დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ასევე, მიიღონ ზომები მომავალში მსგავსი ინციდენტების აღსაკვეთად, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მხრიდან” – წერია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ ჟურნალისტების კლუბი “ასპარეზი”, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეა ვანადზორის ოფისი, და სხვები – სომხური მედია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშირამდენიმე წუთის წინ მესტიაში მამაკაცი მოკლეს
შემდეგი სტატიაეკა გიგაური: მგონია, რომ ახალი მთავარი პროკურორი არ უნდა დანიშნოს მოქმედმა იუსტიციის მინისტრმა, რომელიც კმაყოფილი იყო შოთაძის მუშაობით