სკანდალი- დავით ოქიტაშვილმა Facebook პოსტის გამო კახა მიქაიას დაუკავშირდა

დათო, შენ რობიკოზე დიდი ხარ!!!
პატივცემულო ფრენდებო და არაფრენდებო!!!
ხელისუფლების წევრებო და არაწევრებო,
ნაცებო, ქოცებო, ტროლებო,
ბოტებო,
კარლო ანჩელოტებო!!!…
გუშინ, ჩვენს დათო ოქიტაშვილს პოსტი ვუძღვენი, მას შემდეგ, რაც მან ამერიკის ელჩს, თავად ელჩის მიერ შერჩეულ ადგილზე შეხვედრა შესთავაზა!
ჩვენმა დავითმა, ,,საშვილიშვილო” საქმე ითავა, ის მზადაა, ქართულ ინტელიგენციასა და თქვენ წარმოიდგინეთ, მთელ ქართველ ერს ჩაუდგეს სათავეში და ქალბატონ ელჩს ერის ჭირ- ვარამზე დაელაპარაკოს…
როგორც მიმართვის ტონალობაში იგრძნობა, თუ საჭიროებამ მოითხოვა, საქმეც კი გაურჩიოს…
პოსტში ვწერდი:
დათო ოქიტაშვილი – დღევანდელი ქართული ინტელიგენციის სახე…
,,შენ გაგიმარჯოს, ბიძინა”…
პოსტის დადებიდან ზუსტად შვიდ წუთში ჩემს მობილურზე გაისმა ზარი, ხაზზე დათო ოქიტაშვილი იყო…
მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ დღევანდელი ხელისუფლების ,,კულტურის დარგის მუშაკებთან,” არასდროს მქონია კომუნიკაცია, მიუხედავად იმისა, რომ კულტურის მოტრფიალე ვარ…
აქვე მინდა, ,,ვაღიარო,” რომ გაჭირვების ჟამს, ჩემთვის დაურეკავთ ,,ქართული ოცნების” მაღალი, თან, ძალიან მაღალი თანამდებობის პირებს და დახმარება უთხოვიათ…
მაგალითად სოსო გოგაშვილს(რომელთანაც ჩემი საუბრის ჩანაწერი, წლების წინ მოსმენილი აქვს საზოგადოებას)…
მინდა ისიც აღვნიშნო, რომ როცა მე გოგაშვილს ვუპირისპიედებოდი და ვამხელდი, ის ბიჭები, დღეს რომ გოგაშვილის ძაგებაში არიან, მისი შიშით, ძმაკაცის ოჯახის წევრის პანაშვიდზე ვერ დადიოდნენ და თუ დადიოდნენ, მხოლოდ ჰუდებით, დიახ, ჰუდებით… ეს ,,კაპიშონიანი ჩიტები”…
და საერთოდ…
ბიჭებო, თუ ჩემს Facebook-ს, ასე საგულდაგულოდ აკონტროლებთ, შემიძლია ჩემს Messenger-ში მოთარეშე თქვენს ბრიყვ მომხრეებთან ერთად, ჩემს Facebook-ზე ფართი გამოგიყოთ და დაგასახლოთ…
ახლა კი ისმინეთ ჩემი რჩევა!!!
თქვენ დაურეკეთ პუტინს…
თუ არ გიპასუხათ, ნარიშკინს…
P.s.
,,ხაჭაპური გელით,
ზესტაფონის ყველით”…

https://youtu.be/khlVDD-y0ps

გთავაზობთ, ჩემი და საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარის-დათო ოქიტაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერს და მის გაშიფრულ ვარიანტს.

დ.ო. გამარჯობათ (ბატონ) კახა.
კ.მ. გამარჯობათ.
დ.ო. დათო ოქიტაშვილი გაწუხებთ, როგორ ბრძანდებით?!…
კ.მ. ხო, გისმენ, კარგად, შენ?!
დ.ო. მე კარგად, მე ძალიან დიდ პატივს გცემთ, მე, პირიქით, რაც თქვენ დაწერეთ, შეურაცხყოფად არ მიმიღია.
კ.მ. ძალიან კარგი, თუ არ მიგიღია, კაცო, ძალიან კარგი…
სანამდე მივედით, რომ შენ ხარ ქართული ინტელიგენციის სახე, ამიტომ ბიძინას გაუმარჯოს, დათო, გაუმარჯოს.
დ.ო. მაგამდეც კი არ მივედით, მე ჩემი ქვეყანა, ახალგაზრდები რომ არ დაიღუპონ…
კ.მ. ხო, ხო, ვიცი, მე შენი ყველაფერი ვიცი და კარგია ეს, რომ შენ ბიძინას ააქართველოში ქართული ინტელიგენციის სახე ხარ. მეც არ მითქვია ეს შაყირით, ეს არის რეალობა და ეს არის კარგი.
დ.ო. არა, საყვარელო, მე შენ იმხელა პატივს გცემ…
კ.მ. მეც პატივს გცემ და იმიტომ გაღიარე შენ, ქართული ინტელიგენციის სახედ.
შენზე დიდი ინტელიგენტი დღეს საქართველოში არ არის და ეს არის ბიძინას დამსახურება და ეს არის კარგი.
შენ რობიკოზე დიდი ხარ.
დ.ო. არა, ჩემო საყვარელო…
კ.მ.კი, მე რომ მკითხო, შენ რობიკოზე დიდი ხარ, შენ ყველაზე დიდი ხარ. მე მგონია, რომ შენ ხარ დღევანდელი საქართველოს სახე და ეს კარგია.
შენი პატიოსნებით, შენი ინტელექტით და შენი სამშობლოსადმი სიყვარულით.
კარგად იყავი ახლა-წერს კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშიპუტინის არმიის საჰაერო თავდასხმას 53 სამხედრო ტყვე ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი ემა გოგოხიას: რაო ემა, როგორ ხარ ემა, მომენატრე, რაო, რაო, რაო, კი, კი, ნელა, ნელა. დაგიძველდა მიკროფონი გოგო?