სკანდალი- ახდენს თუ არა გავლენას არჩილ კბილაშვილი სასამართლო კოლეგიაზე

თბილისში, პეტრიაშვილის ქ.#1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ისტორიული შენობა წარმოადგენს კერძო საკუთრებას. ქონების დღევანდელმა მესაკუთრეებმა ის გამოისყიდეს საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკისაგან. უფრო კონკრეტულად: 

– 01.03 2013 წელს შ.პ.ს “არტ ღვინომ” ფიზიკური პირი ვლადიმერ კვარცხელიასაგან 4 000 000 ( ოთხი მილიონი) აშშ დოლარად იყიდა მის საკუთრებაში არსებული 100% წილი კომპანია შ.პ.ს “კატრი კაპიტალში” (ს/კ: 40 44 01 54 4). ვლადიმერ კვარაცხელია მისი კუთვნილ  კომპანია შ.პ.ს ” კატრი კაპიტალი” მეშვეობით საკუთრებაში ფლობდა ღვინის ქარხნის ტერიტორიის  მხოლოდ ნაწილს, თუმცა მთელი მისი ქონება ჩადებული ჰქონდა თიბისი ბანკში და იმის  გამო რომ ვერ ახდენდა კრედიტის დაფარვას, აღნიშნული ქონება იმდროისათვის პრაქტიკულად გადასული იყო თიბისი ბანკის სრული განკარგულების ქვეშ.

-28.11.2013 წელს  მოხდა ქონების მეორე ნახევრის გამოსყიდვა უშუალოდ საქართველოს ბანკისაგან 5,550,000.00 ლარად ( ხუთი მილიონ ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარად.

-23.12. 2014 წელს ღვინის ქარხნის შემძენების (მოქმედი მესაკუთრე) მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა. მოსარჩელედ მოგვევლინა სააქციო საზოგადოება ” სავანე ღვინის #1 ქარხანა”  მისი წარმომადგენლის საქართველოს ყოფილი პროკურორის არჩილ კბილაშვილის სახით. საქართველოს ყოფილი პროკურორი ბატონი არჩილ  კბილაშვილი აწ უკვე  ადვოკატის სტატუსში, სასამართლოსგან ითხოვს, რომ პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება ( ღვინის ქარხნის ტერიტორია მასზე არსებული შენობებით) სრულად ჩამოერთვას მის ამჟამინდელ მესაკუთრეებს და ის გადაეცეს სს”სავანე-ღვინის#1 ქარხანას”, იმ საფუძვლით რომ თურმე 2004-2006 წლებში აღნიშნულ ქონებაზე საკუთრება სს”სავანე-ღვინის#1 ქარხანამ” დაკარგა მისი დირექტორების და აქციონერთა ერთი ნაწილის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, და რომ ქონების ამ პროცესში უშუალო მონაწილეობას იღებდნენ იმ  დროინდელი საქართველოს გენერალური პროკურატურის გამომძიებლები და პროკურორები. თუმცა საინტერესოა  ის ფატი რომ  ბატონი არჩილ კბილაშვილი არ უარყოფს და პირიქით აღიარებს კიდეც, რომ წლების წინ გაყიდული ობიექტის ამჟამინდელ მესაკუთრეებს არავითარი შემხებლობა ამ ფაქტებთან  ჰქონიათ!

-06.01 2015 წელს ზემოთ ხსენებული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლომ ( მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი) დააკმაყოფილა არჩილ კბილაშვილის მოთხოვნა და ყადაღა დაედო ” ღვინის ქარხნის” მთელ ტერიტორიას. სასამართლოს გადაწყვეტილებით ქონების მესაკუთრეებს  აეკრძალათ კერძო საკუთრების არა თუ განკარგვა, არამედ მისი გაქირავება და მასზე ნებისმიერი სარესტავრაციო სამუშაოების წარმოებაც კი!

-21.10.2015 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ  ( მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი) მოსარჩელეს სს ” სავანე ღვინის #1 ქარხანა”-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უთხრა უარი, რომელიც სს “სავანე ღვინის #1 ქარხანა”-მ გაასაჩივრა  სააპელაციო სასამართლოში.

-20.10.2016 წელს  თბილისის სააპელაციო სასამართლომ ( შემადგენლობა ქეთევან მესხიშვილი) (მომხსენებელი მოსამართლე, ნათია გუჯაბიძე, ნატა ნაზღაიძე) სს”სავანე ღვინის #1 ქარხანა”-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უთხრა უარი ანუ სრულად ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 21.10.2015 წლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

-18.02.2018 წელს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ( შემადგენლობა: ბესარიონ ალავიძე ( მომხსენებელი მოსამართლე), ზურაბ ძლიერიშვილი,პაატა ქათამაძე) იმ ფონზე , როდესაც დავამოგებულ იყო ქვედა ორ ინსტანციაში, ამასტან საქმე მართლაც საფუძვლიანად უყო შესწავლილი თბილისის საქალაქო და შემდგომში სააპელაციო სასამართლოს მიერ, მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება და საქმე “ახლიდან შესწავლის” მოტივით უკან განსახილველად დააბრუნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

-ამჟამად საქმე იმყოფება განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მას განიხილავს შემდეგი შემადგენლობა: ქეთევან მესხიშვილი (პალატის თავმჯდომარე და მომხსენებელი მოსამართლე), თამარ ალანია,თამარ ზამბახიძე.

ღვინის ქარხნის მესაკუთრეები, რომელთაც მართლზომიერად შეიძინეს ქონება, არიან იმედგაცრუებული,მათი საკუთრება არის საფრთხის ქვეშ, მათ მიერ გაღებული ინვესტიცია დროში გაურკვეველი ვადით არის სრულიად ” გაყინული”. ამ ნეგატიური პროცესების ფონზე, როდესაც ორ სასამართლო ინსტანციაში მოგებული დავა,სრულიად მოულოდნელად ბრუნდება უკან ახლიდან განსახილველად, ბუნებრივია მათ უჩნდებათ სრულიად ლეგიტიმური ეჭვი,იმის თაობაზე რომ ბატონმა არჩილ კბილაშვილმა, როგორც ყოფილმა მაღალმა სახელმწიფო თანამდებობის პირმა ხომ არ ისარგებლა ბოროტად საკუთარი “კავშირებით” და მოახდინა გავლენა  უზენაესი სასამართლოს განმხილველ მოსამართლეებზე. სხვა გვარად სრულიად შეუძლებელია ახსნა მოეძებნოს იმ უპრეცენდენტო  დასკვნებს, რომელსაც ასე უხვად შეიცავს ხსენებული გადაწყვეტილება და რომელიც წარმოადგენს იურიდიული მანიპულაციების გამოყენების ნათელ მაგალითს.

 

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიდღეს დავით კირკიტაძის პროცესი გაიმართება
შემდეგი სტატიაTBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭო დამოუკიდებელმა წევრმა, ერიკ რაჯენდრამ დატოვა