სჯობს სიმართლე თქვა ირაკლი – სოსო რობაქიძე ირაკლი ოქრუაშვილს

ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ, შს ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც რობაქიძის საქმეზე სასამართლოში მოწმის სახით იკითხება, სიმართლის თქმისკენ მოუწოდა.

სოსო რობაქიძეს ოქრუაშვილის დაკითხვის პარალელურად რეპლიკების წამოძახების გამო სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

რობაქიძის გაღიზიანება დაცვის მხარის იმ კითხვას მოჰყვა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეომასალას ეხებოდა. კერძოდ, დაცვის მხარემ, ერთ-ერთი მოწმის ქეთი ხოსიტაშვილის ჩვენების საფუძველზე ოქრუაშვილს ჰკითხა, დაუკავშირდა თუ არა ის შსს-ს პრესსამსახურის მაშინდელ ხელმძღვანელს გურამ დონაძეს და სთხოვა ფირის ჩვენება.

„სჯობს სიმართლე თქვა ირაკლი. რად უნდა დადასტურება, ხოსიტაშვილის ნათქვამს. ეს ფაქტია. რანაირად გაუვარდა სამართალდამცველებს ტყვია? ორი ტყვია გაუვარდა?“, – აღნიშნა რობაქიძემ, რის შემდეგაც მას დარბაზი დაატოვებინეს, ოქრუაშვილმა კი განაცხადა, რომ დონაძესთან ფირის ჩვენებასთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ ჰქონია.

banner
წინა სტატიაშისაქართველო გერმანიას უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანას სთავაზობს
შემდეგი სტატიასააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე ლევან თევზაძე გახდა