დავით სერგეენკო: სჯობს, რომ ყურადღებით მოუსმინონ პრემიერს და ჩაერთონ პროცესებში

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს თხოვნით მიმართავს, ნუ ჩქარობენ წინასწარ დასკვნების გამოტანასა და დადანაშაულებას, რომ იქნება ახალი ბიუროკრატიული მექანიზმები.

სერგეენკოს განცხადებით, სჯობს პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა ყურადღებით მოუსმინონ პრემიერ-მინისტრს და ჩაერთონ პროცესებში, რადგან გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც სამინისტროების კონტროლს ეხება არის, არა ბიუროკრატიული სტრუქტურა, არამედ მოდელი, რომელიც კერძო სახელმწიფო პარტნიორობაზე არის დაფუძნებული.

„მოვისმინე ექსპერტებისა და პოლიტიკოსების შეფასება. ჩემი მეგობრული თხოვნა იქნება, ნუ ჩქარობენ დასკვების გამოტანას და ნუ დაიწყებენ დადანაშაულებას, რომ იქნება ახალი ბიუროკრატიული მექანიზმები. სჯობს, რომ ყურადღებით მოუსმინონ პრემიერს, ჩაერთონ პროცესებში. ეს არ არის ბიუროკრატიული სტრუქტურა, არამედ მიდის მსჯელობა იმაზე, რომ შეიქმნას ისეთი მოდელი, რომელიც იყო ბრიტანეთში 2000-იან წლებში, რომელიც კერძო სახელმწიფო პარტნიორობაზეა დაფუძნებული და იყენებს საზოგადოების საუკეთესო ექსპერტიზას, ისევე, როგორც სახელმწიფოს მძლავრ ბერკეტებს იმისათვის, რომ იმპლიმენტაცია იყოს მაქსიმალურად ეფექტური“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“უპრეცედენტო შემთხვევა”-ბაია გადაბაძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს