SJC დმანისზე – ადგილზე მობილიზებული საპოლიციო ძალები არასაკმარისია და ქუჩებში რეალურად უკონტროლო ვითარებაა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) დმანისში მიმდინარე დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდეს “მიიღოს მყისიერი და ეფექტიანი ზომები ადგილზე უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შესაქმნელად”. მათი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სიტუაციის განსამუხტავად პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება უნდა მოახდინოს.

“ამ ეტაპზე არსებითია ადგილზე მშვიდობიანი გარემოსა და მართლწესრიგის მყისიერი უზრუნველყოფა და მხოლოდ ამის შემდეგ ამ მასშტაბის დაპირისპირების სისტემური მიზეზების კვლევა და მათზე მიმართული პოლიტიკის დაგეგმვა და გატარება. ამ მიზნით სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს:

უზრუნველყოს ადგილზე დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება და წესრიგის ეფექტიანი და რეალური დამყარება;
მთავრობას და პრემიერ-მინისტრს:

უზრუნველყოს ადგილზე მაღალი თანამდებობის პირების ჩართვა სიტუაციის განსამუხტად;
შეისწავლოს მომხდარი კონფლიქტის სისტემური სოციალური და პოლიტიკური მიზეზები და შეიმუშავოს გრძელვადიანი და ფართე ხედვა სხვადასხვა ეთნიკურ, რელიგიური ჯგუფებს შორის არსებითად მშვიდობიანი, ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შექმნისა და კონფლიქტის გამოცდილების მქონე თემებში მისი ტრანსფორმაციის მიზნით”, – წერს SJC.
ორგანიზაციის განცხადებით, ადგილზე სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლებიც იმყოფებიან, თუმცა მათთვის უსაფრთხოების რისკების გამო რთულია ადგილზე მუშაობა. “უსაფრთხოების არარსებობის გამო მუშაობაში ხელი ეშლებათ მედიის წარმომადგენლებსაც. ჩვენი წარმომადგენლების განცხადებით, ადგილზე მობილიზებული საპოლიციო ძალები არასაკმარისია და ქუჩებში რეალურად უკონტროლო ვითარებაა”

banner
წინა სტატიაშითურნავა რესტორნების შეზღუდვაზე – იმედი გვაქვს 1-ლი ივნისიდან საერთოდ მოვხსნით
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – შეიძლება ითქვას, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება