სიურპრიზი უცხოელ ტურისტს – გიორგი კვირიკაშვილმა ჰოლანდიელ სტუმარს გიდობა გაუწია

2016 წელს საქართველოში ტურისტების მაჩვენებელმა ექვს მილიონს მიაღწია, რაც ქვეყნისათვის რეკორდული მაჩვენებელია.

ტურისტს, რომელიც საქართველოში შემოსული ექვსი მილიონი ტურისტიდან ბოლო იყო, განსაკუთრებული სიურპრიზი მოუწყვეს. ჰოლანდიელ ჯასპერს გიდობა პრემიერმინისტრმა გაუწია.

უცხოელ მოგზაურს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართული ღვინო გადასცეს და სპეციალურად მისთვის განკუთვნილი ავტომობილი და მძღოლი დაახვედრეს.

ავტომობილში ჯასპერს მძღოლმა გადასცა წერილი, სადაც ეწერა, რომ ის განსაკუთრებული სტუმარი იყო და სიურპრიზები ელოდა.

ჯასპერს აეროპორტის გზაზე სპეციალური ესკორტი დახვდა და ასე მიაცილეს დანიშნულების ადგილამდე, სადაც მას საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დახვდა.

პრემიერმინისტრმა მას გიდობა გაუწია, ქართული სიმღერისა და მუსიკის ფონზე რესტორანში უმასპინძლა და ქვეყნის სამზარეულოც გააცნო.

ამავე თემაზე: ჯასპერ ბლექის ემოციები პრემიერ კვირიკაშვილის სიურპრიზზე: „ასეთი რამ მხოლოდ ტელევიზორში ხდება“

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ექს-გენკონსული: სპეციალურად ჩამოვფრინდი უკრაინაში
შემდეგი სტატია„რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი დღეს, 14:00 საათზე გაიმართება