სიურპრიზი იყო მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება €75 მილიონი ევროს დახმარება – დეგნანი

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის განცხადება ევროკავშირის დახმარებასთან დაკავშირებით მოულოდნელი იყო. დეგნანის თქმით, ამ გადაწყვეტილებას ვაშინგტონიც გამოეხმაურება.

​ჟურნალისტებთან საუბრისას, კელი დეგნანმა თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა მთავრობა ევროკავშირის დახმარებას აირებს თუ არა, ქვეყანაში უნდა განხორციელდეს რეფორმები, რომელზეც საქართველომ ვალდებულება აიღო.

“ცოტა გაოცებულები ვიყავით მთავრობის განცხადებით, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მილიონი ევრო, მიუხედავად, პანდემიისა, უმუშევრობისა და მიუხედავად იმ მდგომარეობისა, რაც საქართველოში არსებობს. რა თქმა უნდა, ამას გამოეხმაურება ვაშინგტონიც.

გასათვალისწინებელია ის, რომ ის რეფორმები რომელიც უნდა განხორციელებულიყო და ამაზე დიდი მუშაობა მიმდინარეობდა გასულ წელს, არ უნდა შეჩერდეს, ეს მართლაც რთული და მნიშვნელოვანი რეფორმაა, კონგრესი უყურებს როგორ მიმდინარეობს ეს პროცესები, ჩვენ ახლო კოორდინაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან და ვიცით, რა სჭირდება საქართველოს”,- თქვა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიამ და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებმა 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერეს
შემდეგი სტატია„ევროპულმა საქართველომ“ ცესკო-ში თბილისის საკრებულოს საარჩევნო სია დაარეგისტრირა