29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

სიტუაციას მხოლოდ თავისუფალი არჩევნები დაამშვიდებს – ზურა ჯაფარიძე

კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასებისას აცხადებს, რომ საქართველოში პოლარიზაცია რეალურად არ არსებობს.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი მხოლოდ თავისუფალი არჩევნებია, რომელიც საზოგადოებრივ დაძაბულობას განმუხტავს.

“არანაირი პოლარიზაცია ამ ქვეყანაში არ არსებობს. არსებობს ერთი მუჭა ადამიანების ივანიშვილის გარშემო, რომლებსაც ძალაუფლება აქვთ ხელში ჩაგდებული და რომლებიც ჭამენ ამ ქვეყანას, იშოვეს ათობით და ასობით მილიონები, ცხოვრობენ რაღაც გალავნების უკან და დადიან 200, 300 და 400 ათას დოლარიანი მანქანებით. და არსებობს მთელი დანარჩენი ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არიან მათ წინააღმდეგ, ოღონდ მათი ნაწილი არის შეშინებული და ან შიშის გამო ან სხვა რამის გამო ან ჩუმად არიან, ან … სიტუაციას დაამშვიდებს მარტო თავისუფალი არჩევნები”, – ამბობს ზურა ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთის საჯარო მუქარა ბალტიის ქვეყნების მიმართ სრულიად მიუღებელია
შემდეგი სტატია“რეპრესიების მოწყობა ვის გამოუვა გამოცდილ მიქანაძეზე უკეთ?!”- პარტია “გახარია საქართველოსთვის” განათლების მინისტრს პარლამენტში იბარებს