სიტუაცია ძალიან მძიმეა, მაგრამ კონტროლირებადი – ზალუჟნი

ამჟამად ყველაზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ლუგანსკისა და ხარკოვის რეგიონების ჩრდილოეთით მიმდინარეობს – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი.

მისი თქმით, სატელეფონო საუბარი ჰქონდა ამერიკელ და ბრიტანელ კოლეგებთან, გენერალ მარკ მილისთან და ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროს, ადმირალ ტონი რადაკინთან და მათ ოპერატიული ვითარების შესახებ აცნობა.

ზალუჟნის თქმით, დღეს აქტიური საომარი მოქმედებების ზონა იწყება ხარკოვის რეგიონის ჩრდილოეთით და მთავრდება დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ვასილივკას დასახლებასთან.

“ყველაზე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს ლუგანსკის და ხარკოვის რეგიონების ჩრდილოეთით. მხოლოდ ბოლო დღის განმავლობაში მტერმა 270 საარტილერიო იერიში 45 000 ტყვია- საბრძოლო მასალის, 2 რაკეტისა და 32 საჰაერო დარტყმის გამოყენებით განახორციელა”, – განაცხადა ზალუჟნიმ.

banner
წინა სტატიაშიმიტინგზე გადაწყვიტა ხუთმა კაცმა, რომ მთავრობა შექმნას? რა დროს რაღაც მთავრობის შექმნაა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს – ლისაშვილი ტექნიკური მთავრობის შექმნაზე
შემდეგი სტატიარუსეთის რეაქცია კრემენჩუკში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე ამაზრზენია – კულება