სიტუაცია არის უაღრესად საგანგაშო – დავით ბაქრაძე გლდანის მე-8 დაწესებულებაში გაკეთებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება

ქვეყანა იმართება მაფიოზური მენტალიტეტის მქონე არაფორმალური გავლენის ცალკეული პირებისგან – აცხადებს დავით ბაქრაძე.

„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, სადაც, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩის საქმის ფარგლებში დაკავებული მირზა სუბელიანი სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებზე საუბრობს.

“დღეს მივიღეთ უკიდურესობა, როდესაც სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუციები, პრაქტიკულად, ჩამოშლილია და ქვეყანა იმართება ცალკეული ადამიანების მიერ კრიმინალური, მაფიოზური მენტალიტეტის, გარჩევების, საკუთარი ბიზნეს ინტერესების გამოყენებით და მათ საფუძველზე. ეს სიტუაცია არის უაღრესად საგანგაშო და ეს არ არის კონკრეტული თანამდებობის პირების, უწყებების ან კონკრეტული საქმეების თემა. ეს არის თითოეული ჩვენგანის მომავლის საკითხი”. აცხადებს დავით ბაქრაძე.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა პროკურატურამ დღეს გაკეთებული განცხადებით არაპირდაპირ დაადასტურა, საიდანაც ირკვევა, რომ საგამოძიებო უწყებამ გამოძიება დაიწყო იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გააკეთა ეს აუდიოჩანაწერი.

banner
წინა სტატიაშისკანდალური აუდიო ჩანაწერები გლდანის მე-8 დაწესებულებიდან – გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის
შემდეგი სტატია“გაოგნებული ვარ… ვერ წარმომიდგენია, თუ ჩვენს ზურგს უკან ეს ხდებოდა….”ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალი იქნება”