სიტუაცია არაპროგნოზირებადია, არ ვიცით, როდის მოხდება მისი მდგომარეობის დრამატული გაუარესება – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არაპროგნოზირებადია და შესაძლოა, ნებისმიერ დროს გაუარესდეს.

“ჯანმრთელობის მდგმარეობას რაც შეეხება, ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ისევ ისეთი, როგორც აქამდე იყო – ის არის სუსტად. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ შიმშილობის ამ ფაზაში უკვე არაპროგნოზირებადი სიტუაციის წინაშე ვდგებით, არ ვიცით, როდის მოხდება დრამატული გაუარესება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის. მას შესთავაზეს დღეს გადასხმების გაკეთება, რაზეც უარი განაცხადა”, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტი შიმშილობას აგრძელებს და პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის შეწყვეტას არ აპირებს მანამ, სანამ სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

“მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს შიმშილობას, ამაზე გუშინ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია. რაც შეეხება იმას, თუ რას იზამს ხელისუფლება, სიმართლე რომ გითხრათ, არ ვკარგავთ დროს პროგნოზების გაკეთებაში და არ ვფიქრობთ, რა ნაბიჯი შეიძლება გადადგას ხელისუფლება. იმდენად არათანმიმდევრული, არაადეკვატურები არიან მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, რომ წარმოდგენა არ გვაქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ”, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირომელი მიწის დაბრუნებას აპირებენ ოლგა სკაბეევა და კრემლის სხვა პროპაგანდისტები
შემდეგი სტატიასაზოგადოებამ ნახა, როგორია გაუტეხელი მთავარსარდალი – ხაბეიშვილი პენიტენციურის კადრებზე