სიტუაცია ან წავა რადიკალიზაციისკენ ან უნდა წავიდეს დიალოგისკენ- უგულავა

„პოლიციის სიმრავლიდან წინასწარ ჩანს, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს სასამართლო,“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ გურჯაანში დავით კირკიტაძის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე.

„ბავშვი არავინ არ არის და ყველა ხვდება, რომ გადაწყვეტილების მიღება სასამართლოში არ ხდება და ის უკვე მიღებულია. გადაწყვეტილება არის შემდეგი – იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება წამოვიდეს დიალოგზე, გაიგონოს 800 000 ადამიანის ხმა და სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ თქვენი ხმა არაფერია, თქვენ უნდა დაგიჭიროთ. მარტივად არის, ივანიშვილი გვეუბნება, რომ თქვენ ხართ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ამ ქვეყანაში. ივანიშვილი გვეუბნება, რომ ეს 800 000 ადამიანი არ არის ჩემი მოქალაქე. პასუხისმგებლობას იხსნის და მზად არის, რომ გადაგვიაროს. აქ საქმე ძალიან მარტივად არის – ჩვენ, ეს 800 000 ადამიანი ვიქნებით სრულფასოვანი მოქალაქე ამ ქვეყანაში. სიტუაცია ან წავა რადიკალიზაციისკენ ან უნდა წავიდეს დიალოგისკენ. დიალოგის ფორმა არის ერთადერთი – პროპორციული არჩევნები,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, გურჯაანის სასამართლომ რამდენიმე წუთში დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს.

banner
წინა სტატიაში“ძალიან დადებითი დასკვნა დადო ევროკომისიამ…”- ზალკალიანის შეფასება
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავას და კირკიტაძის ძმას სასამართლო დარბაზში არ უშვებენ