“სიტყვის კაცი ვარ და შეთანხმებებს ყოველთვის ვასრულებ, ენმ-სგანაც იგივეს ველი”

“მე სიტყვის კაცი ვარ და ჩემ მიერ დადებულ შეთანხმებებს ყოველთვის ვასრულებ. ანალოგიური მოლოდინი მაქვს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგანაც” – ასე ეხმაურება სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ენმ-ში მიმდინარე განხილვებს, რომ შესაძლოა, პარტიამ ისნის ოლქში საკუთარი კანდიდატი დააყენოს.

“იმ შემთხვევაში, თუ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას სურს შეთანხმების დარღვევა და ჩვენი საერთო მიზნის – დამსხვრეული ოცნებების პარტიის დასრულების მაგივრად ჩემთან კონკურენციაში შემოსვლა, ეს მათი გადაწყვეტილებაა. მე დავამარცხებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ისნის კანდიდატს, რათა შემდეგ დავასრულოთ დამსხვრეული ოცნებების პარტია, დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობა და დავამარცხოთ სიღარიბე” – თქვა ვაშაძემ, რომელიც ამ ეტაპზე, ისნის ოლქში ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი კანდიდატია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სია ფართოვდება და შესაბამისად, მედიკამენტებზე გამოყოფილი წლიური ლიმიტი 8 000 ლარით იზრდება
შემდეგი სტატიალელოს ლიდერები სამართლებრივი სისტემის გაუმართაობაზე საუბრობენ