სიტყვიერი შელაპარაკება ზუგდიდში – დამკვირვებლების მტკიცებით, საჩივრის ოქმები გადამალეს

ხმაური იყო ზუგდიდშიც, სადაც დამკვირვებლების მტკიცებით, საჩივრის ოქმები გადამალეს.

გარკვეული პრობლემები იყო ზუგდიდის მე-18 საუბნო – საარჩევნო კომისიაზე, რის გამოც უბანი დაგვიანებით გაიხსნა. ადგილზე მისულები არიან საოლქო-საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.

ზუგდიდის 86-ე საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა, სადაც დამკვირვებლის ინფორმაციით, მარკირების გარეშე დაუშვეს უბანზე ამომრჩევლები. მისი განცხადებით, მას არ მისცეს უფლება, რომ საჩივარი დაეწერა, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

რაც შეეხება, ზოგადად, არჩევნების მიმდინარეობის პროცესს, ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავჯდომარე აცხადებს, რომ აქტივობა ამ დროისთვის არის დაახლოებთ 6 %, რაც საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად ითვლება. რაც შეეხება დარღვევებს, საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, განსაკუთრებით მძიმე დარღვევები არ შეიმჩნევა.

არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და მაჟორიტარობის კანდიდატებმა.

საკუთარი ხმა დააფიქსირეს ქართული ოცნების და თავისუფალი დემოკრატების წევრებმა.

banner
წინა სტატიაშილაგოდეხში, საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ აქტივისტი შეიჭრა
შემდეგი სტატია(+ფოტო) პატარძალი საარჩევნო უბანზე