სიტყვიერი დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე – საკრებულოს თავმჯდომარემ პოსტი დატოვა

ხმაური იყო დღეს ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე. შელაპარაკება და სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს წევრებს შორის საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის შემდეგ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრების მოთხოვნამ გამოიწვია.

ფრაქციის წევრები შემაჯამებელ სიტყვას ითხოვდნენ, რაც ქართული ოცნების წევრებმა არ დაუკმაყოფილეს.

საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მიზეზი არჩევნებში მონაწილეობა გახდა.

მერაბ ქვარაია არჩევნებში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

„დავტოვე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი და ამავე დროს დავტოვე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრობა ვინაიდან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიეცეს შესაძლებლობა, ვადების დაცვით გამოცხადდეს შუალედური არჩევნები და ჩემი მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველს მიეცეს შესაძლებლობა, აირჩიოს ახალი წარმომადგენელი ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში,“ – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

 

https://youtu.be/tUL09TBeUxs

banner
წინა სტატიაში,, ჩემთან თუ მოვიწვევ სადმე, იქ მოვლენ თუ არა, სხვა თემაა, მაგრამ როცა საქმე პარლამენტის ბიუროს ეხება, ვცეთ ერთმანეთს პატივი”
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი – ევროატლანტიკური სივრცისკენ მიმართული ექსკლუზივი არავის ეკუთვნის