სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ბათუმში მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციას შორის

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ბათუმში მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციას შორის. ამის მიზეზი ორი მოქალაქის დაკავებას მოჰყვა. სავაჭრო ცენტრ “ბათუმი პლაზასთან” აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს და მიმდებარე ქუჩებია გადაკეტილი.

აქციის მონაწილეების განცხადებით, საპატრულო პოლიცია ბოლო დროს განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა. მათივე თქმით, პოლიციელები მოქალაქეებს უსაფუძვლოდ აჯარიმებენ. შეკრებილები ამტკიცებენ, რომ დღესაც მსგავსი ფაქტი მოხდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება და ორი მოქალაქის დაკავება მოჰყვა. როგორც დაკავებულთა ახლობლები ამბობენ, პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი.

მოქალაქეები გახშირებულ ჯარიმებს პოლიციის სამმართველის ახალ უფროს კახა ბუხრაძეს უკავშირებენ და თანამდებობიდან მის გადაყენებასაც ითხოვენ. შს სამინისტროში კი განაცხადეს, რომ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს. მათივე განმარტებით, მოძრაობის შეფერხებისთვის ერთი ადამიანი დააჯარიმეს, მან ეს ფაქტი გააპროტესტა და მას მხარი კიდევ ერთმა მოქალაქემ აუბა. უწყებაში პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებასა და ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფენ.

banner
წინა სტატიაშიNYT: ტრამპი პუტინზე რჩევას მერკელს სთხოვს
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთში მუნიციპალური ა(ა)იპების რაოდენობის კლების მიუხედავად, ადმინისტრაციული ხარჯები გაიზარდა