სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება – ინგა ჩატოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ინგა ჩატოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროცესი საქალაქო სასამართლოში, დაახლოებით, ნახევარ საათს გაგრძელდა.

პროცესის დაწყებამდე ზურაბ ჯამალაშვილის ცოლმა თეა ჯამალაშვილმა სცადა შეურაცხყოფა მიეყენებინა ინგა ჩატოიანისთვის. ის ამბობდა, რომ ჩატოიანი თაღლითია და ფულის სანაცვლოდ ჩაუშვა მისი ქმარი. სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჩატოიანსა და ჯამალაშვილს შორის ადგილი ჰქონდა პროცესის დასრულების შემდეგაც.

პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფის ბრალდებით 5 პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლის დევნა. ჩატოიანის გარდა დანარჩენი ოთხი დაკავებულია. პროკურატურის ინფორმაციით, ჩანაწერების გადაცემა ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ ხდებოდა

banner
წინა სტატიაშიასოცირების შეთანხმება – ევროპარლამენტარებს რეფორმებზე ინფორმაცია ქართულმა დელეგაციამ მიაწოდა
შემდეგი სტატიააბანოებთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებში ჩართვას დავით ნარმანია არ გამორიცხავს