სიტყვები და დიპლომატია ხელს ვერ შეუშლის ირანს ბირთვული იარაღის მიღებაში – ისრაელის პრემიერი

სიტყვები და დიპლომატია ხელს ვერ შეუშლის ირანს ბირთვული იარაღის მიღებაში, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, იაირ ლაპიდმა, აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენტან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ერთადერთი, რაც ირანს შეაჩერებს, არის იმის ცოდნა, რომ თუ ისინი განაგრძობენ ბირთვული პროგრამის განვითარებას, თავისუფალი სამყარო ძალას გამოიყენებს.

„ეს არ უნდა იყოს ბლეფი, არამედ რეალური. ირანის რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ თუ გააგრძელებს მსოფლიოს მოტყუებას, მძიმე ფასს გადაიხდის. ის, რომ დღეს აქ ვდგავარ, თავისთავად არ მომხდარა. გაკვეთილი ვისწავლეთ, ბატონო პრეზიდენტო. ისრაელი ყოველთვის უნდა იყოს ძლიერი, თავისუფალი და უსაფრთხო, ძლიერი არმიით, რომელსაც შეუძლია, დაიცვას ჩვენი მოქალაქეები“, – განაცხადა ლაპიდმა.

იაირ ლაპიდმა ბაიდენს მადლობა გადაუხადა აშშ-ის მეგობრობის, ისრაელისადმი ერთგულებისთვის და ორი ქვეყნის ურთიერთობას „ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი ქვაკუთხედი“ უწოდა.

თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ღიად არ დაეთანხმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ირანთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ საუკეთესო გზა დიპლომატიაა. პალესტინის საკითხთან დაკავშირებით, ჯო ბაიდენმა იაირ ლაპიდს უთხრა, რომ ვაშინგტონს არ სურს, გაკვირვებული იყოს ისრაელის განცხადებებით ახალი დასახლებების აშენების შესახებ.

„არსებობს აშშ-ის მხრიდან ისრაელის უსაფრთხოების მტკიცე ვალდებულება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ისრაელი შეძლებს თავის დაცვას“, – განაცხადა ბაიდენმა.

banner
წინა სტატიაშირომ არ იყოს ეჭვები ან გადაჭარბებული შეფასებები, საჭიროა შეერთებული შტატების ელჩმა გასცეს კონკრეტული და გასაგები პასუხი -ხუნდაძე მოსამართლისთვის შესაძლო პრობლემების შექმნაზე
შემდეგი სტატიაესტონეთის პრემიერმინისტრი გადადგა და მთავრობა დაშალა