“დროას” წევრს, მარიამ სიჭინავას ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, ნიკოლოზ თორდია უჩივის. როგორც სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს, მეგრულ სიტყვას, “ლოდოს” ედავებიან.
სიჭინავას წინააღმდეგ საქმის წარმოება 173-ე მუხლით არის დაწყებული.
“საპატრულო პოლიციიდან დამირეკეს, მითხრეს რომ პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, მეგრული სიტყვა ლოდო დავწერე ნიკოლოზ თორდიაზე. 😀 173-ე მუხლით დაწყებულია ჩემს მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება და საქმის მასალები მიაქვთ სასამართლოში.
ვინც დამირეკა იმას რა მოუვიდა ამ კანონდარღვევით ჩატარებული ადმინისტრაციული საქმის წარმოებისთვის, სადაც არც გამომკითხეს, არც საქმის მასალები მომცეს, ვერ წარმოიდგენთ! ვერც თვითონ წარმოიდგენდა ალბათ აქამდე.😀
საჩივრის ავტორი ის ცნობილი პატრულია, ჩვენი მედროშე, რომ გაუშვა პატიმრობაში 7 დღით. 😀
შევხვდებით ზუგდიდის რაიონულ ცირკში!🥱“- წერს მარიამ სიჭინავა.



















