17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

“სიტყვა გატეხეს და გადამაგდეს”- ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მისი დაჭერის მთავარი მიზანი პოლიტიკური განეიტრალებაა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მისი პატიმრობა თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებულია.

ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება მას პირობით სასჯელსა და ჯარიმას ჰპირდებოდა, თუმცა შეთანხმება იანვარში მოულოდნელად დაარღვია და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რათა მისი პოლიტიკური მომავალი საბოლოოდ განადგურდეს.

„მას შემდეგ, რაც წარმოუდგენელი არაკაცობა ჩაიდინეს, ბინძური მახე დამიგეს, მოცემული სიტყვა გატეხეს, შეთანხმება დაარღვიეს და სახლში შემომივარდნენ, იმავე დღეს გადმომცეს გზავნილი — “სუფთად ვერ დარჩები, პოლიტიკა უნდა დაივიწყო”. 4 იანვარს მოულოდნელად მაცნობეს, რომ პირობები შეიცვალა და 5 წლით უნდა წავსულიყავი ციხეში“,_ წერს ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაშითბილისში, ნაქირავებ ბინაში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატია“20-წლიანი ურთიერთობის გამო უსიტყვოდ ავედი პოლიტიკურ სასაკლაოზე”-ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს