“სიტყვა დეზინფორმაცია თუ არ იცით რა არის, იქნებ მოიკითხოთ,” – იზორია უარყოფს, რომ ბოლტონმა გააფრთხილა არ გადასცეს “ჯაველინები” რუსეთს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უარყოფს report-blogs.com-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა, რუსეთს „ჯაველინები“ არ გადასცეს.

იზორია ამბობს, რომ მედია დეზინფორმაციის მსხვერპლი გახდა. შეკითხვამ, იგეგმება თუ არა უწყებიდან მისი ჩამოშორება, ლევან იზორიას გაღიზიანება გამოიწვია.

„თქვენც ხართ მსხვერპლი მორიგი დეზინფორმაციის და იმედია, რომ ამ მსხვერპლისგან გათავისუფლდებით მერე. ეს არის დეზინფორმაცია და სიტყვა დეზინფორმაცია თუ არ იცით რა არის, იქნებ მოიკითხოთ.

“მე თქვენ არაფერში დამიდანაშაულებიხართ, როგორც თანამოქალაქემ გითანაგრძნეთ, რომ დეზინფორმაციის მსხვერპლი ბრძანდებით, არავითარი ცვლილებები არ იგეგმება, იგეგმება ეფექტიანი მუშაობა,“-ამბობს იზორია.

თავდაცვის მინისტრმა ეს კომენტარი ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე გააკეთა. ღონისძიება საქართველოში უკვე მეორედ ტარდება. მას მთავრობის წევრები და ექსპერტები ესწრებიან.

banner
წინა სტატიაშიკენტი : „მოღალატე“ და „ფაშისტი“ არ არის პოლიტიკური დისკუსიისას გამოსაყენებელი სიტყვები
შემდეგი სტატია“ოცნების” ოფისში ივანიშვილის და უმრავლესობის შეკრება მიმდინარეობს