“სისულელეებს თავი დაანებონ”- გიგი წერეთლის კომენტარი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი წერეთელი ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს, სისულელეს უწოდებს და ხელისუფლებას ურჩევს ოპონენტებთან მსგავსი მეთოდებით ბრძოლის ანცვლად ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემების გადაწყვეტით დაკავდეს:

„ჩვენ ვართ იმ ფაზაში, რომ გვაქვს აქტიური პოლიტიკური ბრძოლა, მეტი რა უნდა იყოს, ორი წლის წინ მთავრობა აცხადებდა, რომ გადატრიალებაზე და საბურავების შეგროვებაზე და მსგავს სისულელეებზე. მე მართლა ვეუბნები და ვურჩევ, ვინც ჰყავთ მრჩევლები, რომ წავიდნენ, ხალხს დაელაპარაკონ და პრობლემებზე იზრუნონ და ამ სისულელეებს თავი დაანებონ“- განაცხადა გიგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, ფარული ჩანაწერში რომლის ავთენტურობა ჯერჯერობით დაასტურებული არაა, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილი და ენმ-ს ლიდერები საარჩევნო გეგმებს განიხილავენ, მათ შორის რევოლუციურ სცენარსაც.

banner
წინა სტატიაშიაჭარაში პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისი დააზიანეს
შემდეგი სტატია“მსგავსი საუბარი არ ყოფილა”- აკაკი ბობოხიძე გავრცელებულ ჩანაწერზე