“სისულელეებს ლაპარაკობენ” – ვოლსკი აქიმიძესა და დვალზე

გია ვოლსკი “რუსთავი2-ის” დამფუძნებლებს ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალზე ამბობს, რომ ისინი სისულელეებს საუბრობენ. საუბარია ხალვაშისა და დვალის განცხადებაზე, რომ მათ ახლა ბიძინა ივანიშვილმა ქიბარ ხალვაშის ხელით წაართვა “რუსთავი 2″.
მისი თქმით, ამ დროისთვის ქიბარ ხალვაშს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს შორის მხოლოდ ბიზნესმოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ეს არ დაბრუნდება და ვერ დაბრუნდება. რაც შეეხება ბიზნესმენების წინამოლაპარაკების პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს, ეს უფრო მათ ბიზნეს ინტერესებს უკავშირდება… მაგრამ აღარ უნდა ახლა, დავამთავრე რა, პასუხი რა ამასთან დაკავშირებით. ბიზნესმოლაპარაკებაა და წინასწარ სისულელეებს ლაპარაკობენ, ისეთ თემებს, რომელიც მათ ჰგონიათ, რომ შეუწყობს ხელს ამ ბიზნესმოლაპარაკებებში, რომ ვიღაცის ბულინგით და შანტაჟით შეეძლებათ, უკეთესი პოზიციები წარმოაჩინონ მოლაპარაკების დროს. სჯობს, გადავიდნენ იმ ფორმატში, რომელშიც უკეთ გრძნობენ თავს, ეს არის ბიზნესმოლაპარაკებები,” – აცხადებს ვოლსკი.

banner
წინა სტატიაშიგახარია, წადი! – რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება
შემდეგი სტატიაელიზაბეთ რუდი ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე დაბარებას ეხმაურება