“სისულელეა”- რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე NGO–ების მოთხოვნაზე

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში არ იზიარებენ სამოქალაქო სექტორის კრიტიკას, რომელიც მათ რელიგიური ორგანიზაციების კონტროლსა და მუსლიმი თემის დევნაში ადანაშაულებს.

“სისულელეა, გეუბნებით მოკლე პასუხს, აი ეს არის. ამაზე არანაირი პასუხი არ არსებობს. რას ქვია გაუქმდეს. ვიღაცას მოუნდა გაუქმდეს ასე არ არის. სახელმწიფოს აქვს მკაფიო ხედვა, მიდგომა. არსებობს ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს გააჩნია თავისი ვალდებულებები ამ ვალდებულებებს სააგენტო აკეთებს წარმატებით. მსოფლიოში შეიქმნა რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ალიანსი, დღიდან შექმნისა საქართველო გახლავთ ამ ალიანსის დამფუძნებელი და ამ ორგანიზაციის წევრი, როგორ ფიქრობთ საქართველოში რომ რელიგიის თავისუფლება შეზღუდული იყოს და “ქვეყანა იქცეოდეს” ვინმე მიგვიღებდა ჩვენ იქ? მე იმასაც, მაბრალებენ, რომ თითქოს მე ვნიშნავ საქართველოში ეპისკოპოსებს, მუფთებს, შეიხებს. პასუხი არის მარტივი, დღეს ოჯახში შვილი არ დადის მამის ჭკუაზე და ცოლი არ დადის მეუღლის ჭკუაზე, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ მე მუფთებს და ეპისკოპოსებს ვნიშნავ? ეს ხომ სისულელეა” , –ამბობს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი – გიორგი ვაშაძემ ორ დღეში რადიკალურად შეცვალა პოზიცია, რა მოხდა მის თავს, არ ვიცი
შემდეგი სტატიაუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 იანვრისთვის