სისტემურ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის – მაია ცქიტიშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მთავრობას სისტემური ლოკდაუნების შესახებ უნდა მიეღო გადაწყვეტილება.

“დღეის მდგომარეობით, სისტემურ შეზღუდვებთან დაკავშირებით, გადაწყვწტილება მიღებული არ არის. სამწუხაროდ, ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს გუშინაც და დღესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება სისტემურ შეზღუდვებთან, ლოკდაუნებთან დაკავშირებით, თუმცა ასე არ არის. ეს გადაწყვეტილება ფართო კონსულტაციის გზით უნდა იყოს მიღებული, რასაც ჩვენ უკვე აქტიურად ვახორციელებთ.

განვიხილავთ ისეთი ტიპის შეზღუდვებს, რომელიც ყველა ქვეყანაში გამოიყენება ეპიდემიის დროს,”- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპარტია „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა : დადგება მომენტი, როდესაც პარლამენტს წარედგინება 60-მდე დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის ინდივიდუალური მიმართვა და მოუწევთ დაკმაყოფილება