„სისტემურ პრობლემებთან ერთად ჩვენ უნდა ვისაუბროთ ინდივიდუალურ პრობლემაზეც”

თბილისის მერიის მაღალჩინოსნები ქეთევან წამებულის 67 ნომერში მივიდნენ. როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, მერის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ განაცხადა, კონკრეტულ რეგულაციებზე მერია მუშაობს ყაზტრანსგაზთან და სხვა კომპანიებთან ერთად თუმცა აუცილებელია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაც.

„სისტემურ პრობლემებთან ერთად ჩვენ უნდა ვისაუბროთ ინდივიდუალურ პრობლემაზეც, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი ამ ადამიანებს ჰქონდათ რამდენიმე თვის წინ გაფრთხილება. გაზი სავარაუდოდ არის ჩაჭრილი და შემდეგ არის თვითნებურად დამონტაჟებული. ცნობიერებასთან დაკავშირებით ყველამ ერთად აქტიურად უნდა ვიმუშაოთ,“-განაცხადა სოფო ხუნწარიამ.

ქეთევან წამებულის 67 ნომერში 7 მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მათი დაღუპვის მიზეზი სავარაუდოდ, CO გახდა.

banner
წინა სტატიაშინამწვის დაგროვება არასწორად დამონტაჟებულმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია
შემდეგი სტატია10 მილიონი ევრო – სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს ქართველების მასობრივი დეპორტაციისთვის კომპენსაცია დააკისრა