სისტემატიურად ხორციელდება ჩემზე და ჩემს ოჯახზე, სატელეფონო ზარების მეშვეობით ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა – ალბერტ ჭანაია

“სახელმწიფო რომელიც უნდა იცავდეს თავის მოქალაქეებს პირიქით ატერორებს მათ დაქირავებული ზონდერების მეშვეობით” – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელს და მის ოჯახს სატელეფონო ზარებით ემუქრებიან.

ალბერტ ჭანაია აცხადებს, რომ ადგილი აქვს ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მუქარას.

“ერთი კვირაა სისტემატიურად ხორციელდება ჩემზე და ჩემს ოჯახზე, სატელეფონო ზარების მეშვეობით ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა ფიზიკური განადგურებით, რომ დავტოვო თანამდებობა არ გამოვცხადდე სამსახურში, მივატოვო ყველანაირი პოლიტიკური აქტივობა და განსხვავებული აზრის გამოთქმა.

სახელმწიფო რომელიც უნდა იცავდეს თავის მოქალაქეებს პირიქით ატერორებს მათ დაქირავებული ზონდერების მეშვეობით” – აცხადებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი, ალბერტ ჭანია.

banner
წინა სტატიაშიინიციატივით გათვალისწინებულია არა კადრების ამოჭრა, არამედ ასაკობრივი ზღვრის დაწესება – იონათამიშვილი
შემდეგი სტატიაჩინეთი არ არის საქართველოს ეროვნული მიზნების მხარდამჭერი, რადგან ეწინააღმდეგება NATO-ს გაფართოებას – გეგელია