სისტემამ მოკლა თემირლან მაჩალიკაშვილი! ოცნება კლავს! – საპროტესტო მსვლელობა “ქართული ოცნების” ოფისისკენ დაიწყო

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 12, 2018 15:10

სისტემამ მოკლა თემირლან მაჩალიკაშვილი! ოცნება კლავს! – საპროტესტო მსვლელობა “ქართული ოცნების” ოფისისკენ დაიწყო

მნიშვნელოვანი

  • სისტემამ მოკლა თემირლან მაჩალიკაშვილი! ოცნება კლავს! - საპროტესტო მსვლელობა "ქართული ოცნების" ოფისისკენ დაიწყო

სხვა სტატიები

შვილმოკლული მამებისა და მათი მხარდამჭერების მსვლელობა „ქართული ოცნების“ ოფისის მიმართულებით დაიწყო. აქციის მონაწილეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დასჯას ითხოვენ.

მათი განცხადებით, სწორედ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას, რომელის პანკისში გასულ წელს ჩატარდა და, რომელსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა კონკრეტულ პირებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი შვილი სპეცრაზმის წარმომადგენლებმა მძინარე მოკლეს.

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები უკვე დაიძრნენ როსტომ მეფის სასახლის მიმართულებით, სადაც ამ წუთებში კიდევ ერთი საპროტესტო აქცია იმართება. იქ საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებული კრედიტორები არიან შეკრებილები.

შეგახსენებთ ეს ადამიანები ბოლო დღეებია აქციას სწორედ „ქართული ოცნების“ ოფისთან მართავენ.

მმართველი პარტიის ოფისთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. საპატრიარქოს მოპირდაპირედ მდებარე სკვერში კი სამართალდამცველთა დამატებითი რაზმებია მობილიზებული, სკვერში ათობით პოლიციელი და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დგას.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 12, 2018 15:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,018
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics