“სისხლმდენი ჩუტყვავილა” – ბაღის აღსაზრდელის გარდაცვალებას ჯანდაცვის მინისტრი ეხმაურება

56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელის გარდაცვალებას და ჩუტყვავილას გახშირებულ შემთხვევებს ჯანდაცვის მინისტრი ეხმაურება. დავით სერგეენკო აცხადებს, რომ სამინისტრო შემთხვევის შესწავლას გეგმავს.

,,ამ დაწესებულებაში უკვე ჩატარებულია შესაბამისი ღონისძიებები. რამდენიმე დღეში დამთავრდება მოკვლევა და სპეციალისტებს შეეძლებათ ზუსტი რეკომენდაციები გასცენ. სამწუხაროდ ამ შემთხვევაში იყო ჩუტყვავილას იშვიათი, მაგრამ რთული ფორმა , რომელსაც ჰქვია სისხლმდენი ჩუტყვავილა .“-განაცხადა მინისტრმა.

გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს ჯანდაცვის მინისტრმა სამძიმარი გამოუცხადა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია და კახა კალაძე ახალ პროექტს წარადგენენ
შემდეგი სტატიაშს მინისტრმა და დედაქალაქის მერმა 112-ის ახალი პროგრამა წარადგინეს