29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

“სისხლით გაქვს მორწყული რუსთაველი და აქციას აწყობ — ეს თავხედობაა” — კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება. მთავრობის მეთაური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან ამ დღეს პროტესტის ორგანიზებას „თავხედობის გამოხატულებად“ აფასებს და მათ 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს ახსენებს.

კობახიძის განცხადებით, აღნიშნულ პოლიტიკურ ძალას მორალური უფლება არ აქვს, რომ დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირზე აქციებს ხელმძღვანელობდეს.

„როდესაც იცი, რომ ამ დღეს თავის დროზე მოწყობილი გაქვს უმძიმესი ღამე შენი თანამოქალაქეებისთვის, სისხლით გაქვს მორწყული რუსთაველის გამზირი და ადამიანები გყავს დახოცილი და როდესაც იცი, რომ ამ დღეს შენ აწყობ საპროტესტო აქციას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თავხედობის გამოხატულება“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სწორედ წარსულში ჩადენილი ქმედებების გამოა, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს ამომრჩევლის მხრიდან მხარდაჭერა არ გააჩნია.

„ეს აჩვენებს მათ სახეს და ამის გამოა, რომ საზოგადოება მათ უცხადებს ნულოვან ნდობას“, — დასძინა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაში“მესტიაში სტადიონის დამლაგებლად 143 ადამიანი დაასაქმეს”- ქეთი თურაზაშვილი ბიუჯეტის ფლანგვაზე
შემდეგი სტატია“სად არის კობახიძის პასუხისმგებლობა, როცა პოლიცია ჯგუფურად ძალადობს?” — სამუშია