სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ადამიანის უფლებების დარგში ევროკავშირის 2026 წლის სახაროვის პრემია მიენიჭა. აღნიშნულის შესახებ სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ორგანიზაციის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა.
„ევროკავშირი დაფუძნებულია მრავალმხრივობისა და საერთაშორისო ინსტიტუტების პატივისცემაზე“, — აღნიშნა მეცოლამ, რასაც ევროპარლამენტარები ფეხზე წამოუდგნენ და ტაშით შეხვდნენ.
ICC-ის პრეზიდენტის, ტომოკო აკანეს განცხადებით, ეს ჯილდო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ „უპრეცედენტო გამოწვევების“ ფონზე, რომელთა წინაშეც სასამართლო დგას. მისი თქმით, პრემია ხაზს უსვამს საერთაშორისო თანამშრომლობისა და მხარდაჭერის აუცილებლობას, რათა უწყებამ თავისი მანდატი დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად შეასრულოს.
















