სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მას, ვისაც ნარკოტიკის ნებისმიერი დოზა აღმოაჩნდება მანქანაში, სახლში თუ ჯიბეში

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მას, ვისაც ნარკოტიკის ნებისმიერი დოზა აღმოაჩნდება მანქანაში, სახლში თუ ჯიბეში- აცხადებს ფრაქცია “ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე.

“პირველ რიგში, ყველას ვთხოვ, წაიკითხოს ნარკოტიკების შესახებ გაეროს კონვენცია, რომელსაც საქართველო 2000 წელს შეუერთდა. იქ პირდაპირ წერია, რომ პირველ კატეგორიაში ანუ უმძიმეს ნარკოტიკებში გადის, როგორც ჰეროინი და კოკაინი, ასევე მარიხუანა და ისჯება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით. რა თქმა უნდა, აქ რეალიზაციაზეა საუბარი. ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ მომხმარებელი პატიმრობით არ დაისაჯოს, მას მკურნალობა სჭირდება და უნდა ჩაითვალოს როგორც დაავადებული ადამიანი. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მას, ვისაც ნარკოტიკის ნებისმიერი დოზა აღმოაჩნდება მანქანაში, სახლში, ჯიბეში და ასე შემდეგ. ჩვენ – “მწვანეთა პარტიას“ მკაცრი პოზიცია გვაქვს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით“, – აცხადებს გაჩეჩილაძე.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი : საქართველომ უნდა გააკეთოს ოფიციალური განაცხადი, რომ სურს გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო
შემდეგი სტატიამორიგი შეხვედრა შსს-ში – სამინისტროსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფი მუშაობას იწყებს