სისხლიანი ნოემბრის აქციების შემოქმედმა “ხარებამ” ეკლესია ააშენა – პირველ წირვას გომელაურთან ერთად დაესწრო

გზა დამრბევობიდან ქტიტორობამდე – სისხლიანი ნოემბრის აქციების შემოქმედმა “ხარებამ” საღოლაშენში ეკლესია ააშენა.

გდდ-ს ყოფილი შეფი, ზვიად ხარაზიშვილი ახლადაშენებულ ტაძარში საკვირაო ქადაგებას შსს-ს ყოფიო მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად დაესწრო.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც მიტროპოლიტი იობი ამბიონიდან ქადაგების დროს მადლობას უხდის კაცს, რომელსაც ასობით მომიტინგე ადამიანების ცემასა და წამებაში ადანაშაუალებს და ამის ამსახველი არაერთი კადრიც არსებობს.

სინოდის გავლენიანმა წევრმა სპეცრაზმის ყოფილი უფროსი ღმერთის რჩეულად და ქველმოქმედად გამოაცხადა.

მადლობა ქტიტორებს (საეკლესიო ნაგებობის მაშენებელი; ვინც თანხა გაიღო ტაძრის აგებისათვის ან აღდგენისთვის) ბატონ ზვიად ხარაზიშვილს და ბატონ სლავა შეაზადიშვილს, რომელბმაც ეს დიდებული ტაძარი ასე გაამშვენეს, ააშენეს….ღმერთმა შეუწიროს ბატონ ზვიადს, ბატონ სლავას, მისი საქმე.. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ტაძრის აშენება მარტო ფულით არ ხდება, ფული ძალიან ბევრს აქვს დღეს და აზრადაც კი არ მოსდის, რომ ტაძარი ააშენოს, ეს არის რჩეულთა ხვედრი, ადამიანს ირჩევს უფალი რომ ტაძარი ააშენოს და რაღაც დამსახურება აქვს ალბათ ღვთის წინაშე ასეთ ადამიანებს. თორემ შემთხვევით არ ხდება, რომ ვინმემ ტაძარი ააშენოს, უფალი გულთამხილავი არის, გულის მიხედვით ირჩევს – რომ მას აქვს კეთილი გული, მოწყალე არის და სხვადასხვა თვისებები…“,- ამბობს მიტროპოლიტი იობი ქადაგებისას.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში დღეს არაბთა საამიროების ელჩს მოუსმენენ – განხორციელდება, თუ, არა Eagle Hills–ის პროექტები?!
შემდეგი სტატიაევროკავშირის ექსპერტების კვლევის მიხედვით, საქართველო ოლიგარქიული გავლენის მაღალი რისკის ქვეშაა